არ გეჯიბრები ლექსების წერაში,
ვცხოვრობთ უცნაურ ერაში..
არ გეჯიბრები წიგნების კითხვაში,
ვაზროვნებთ უცნაურ სივრცით ფიჭაში..
არ გეჯიბრები ტექსტის კრეფაში,
ვარსებობთ სამყაროს მიკრო პრიზმაში..
არ გეჯიბრები მუსიკის სმენაში,
ვფიქრობ მოქნილად მოვარტყამ მიზანში..
არ გეჯიბრები ლექსების წერაში,
ვცხოვრობთ უცნაურ ერაში..
მე ვდარდობ, როცა..
ერევი ყველაში..
სივრცეში მაქროლებს პატარა რაში..
არ გეჯიბრები, თითქმის არაფერში,
სამყაროს გიხატავ სხვადასხვა ფერში..
სულ ვფიქრობ, აქამდე როგორღაც მოვედი,
მაგრამ უშენობას, ალბათ ვერ შევძლებ..
No comments:
Post a Comment