Nov 20, 2012

კოხტაგორიდან.. :))


სექტემბერი, 2005 წელი

ჩემი პატრიოტი კახელი მეგობრის, (გა)დაკარგული დათოს მესიჯი:

„შენი ლექსები გიორგი,
სიცხეს არაფრად ადგება,
ნეტავი სადღა გაცივდი,
გეყოფა ლოგინად გდება!
ადე, ვაჟკაცი არა ხარ?
როგორ დაგძლია სიცხემა?!..

რამ შეგაშინა ნეტაი,
სულ ერთი გრამი გეყოფა..
როდის ყოფილა ნეტავი,
ძაღლი კოჭლობით კვდებოდა..


ჩემი პასუხი:

კაცი ვეფხვობას ვაპირებ,
ბრჭყალებს ვიქლიბავ, ქლიბითა..
მორიელის შხამს ვაგროვებ,
თუ დამჭირდება, კბილითა..
გავკრავ-გამოვკრავ, გავთელავ,
ჩემზედ მომზირალ ავ თვალსა,
სულ კარგის ტრაკებს* ვაგინებ
კოხტაგორისკენ* მავალსა!..


განმარტებითი ბარათი:
ტრაკი - ადამიანის ერთ-ერთი ნაწილია, ცნობისთვის.. :) 
კოხტაგორა - გორა ბაკურიანში, საიდანაც ხალხი გამოექანება ხოლმე და სრიალ-სრიალით ჩამოდის დაბლა.. პატრიოტის ბანაკში, როდესაც ჩვენი ავის მსუველები ამ გორისკენ გავუშვით მე და დათომ, რომ იქიდან ამაყად გამოქანებულიყვნენ და შემდეგ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ბანაკის უფროსთან სერიოზული შეკამათება მოგვიხდა..

და გადავრჩით ჩხუბს.. :)

დათო კიდე ძალიან მომენატრა და ეს მესიჯიც დედაჩემს რომ არ ჩაეწერა და არ შემოენახა აღარც მემახსოვრებოდა.. :)
გამოქვეყნების მიზეზი გაინტერესებთ? უბრალოდ არ მინდა რომ დაიკარგოს.. :) სულ ესაა.. :)