Mar 30, 2012

აღარ მენატრებით!..


მე ერთ საათში ქალაქში ვიქნები,
შენ ერთ საათში - სახლში..
გამოსვლა რომ გთხოვო, 
სულ გამიგიჟდები,
მერეც რომ მეძახო - დამპალი ბავშვი!..

მე ერთ საათში ქალაქში ვიქნები, 
შენ ერთ საათში - სახლში..
მერე ამაყად,
გავივლი ქუჩებში,
სულ ასე ვიქნები - ჯაჯღანა ბავშვი!..

მე ერთ საათში ქალაქს დავტოვებ,
შენ ერთ საათში, ლოგინსაც გაშლი..
მე ალბათ ქალაქში აღარ დავბრუნდები,
შენ კი ჩემს მოწერილს სათუთად წაშლი..

საათი გავიდა..
ვიყავი ქალაქში..
საათი გავიდა..
დაგტოვე,
ბავშვი!..
შენ ალბათ, უყურებ ისევ შენს მონიტორს..
მე კი მენატრება წითელი ვაშლი..