May 6, 2013

აკაციის სურნელი
















შენს ქუჩაზე აკაციის სურნელი..
გზაზე ნაზად აწეწილი თმა..
გაზაფხულის სიყვარული ულევი..
შენს ქუჩაზე აკაციის ხმა..

შენს ქუჩაზე, ჩემი გზიდან მოვედი,
მოვედი და არ დამიხვდი მანდ,
ვერც ის მივხვდი რომელ გზიდან მოვედი, 
და წავედი..
არც კი ვიცი სად..

შენს ქუჩაზე აკაციის სურნელი..
გამახსენებს შენს აწეწილ თმას..
როგორ მიყვარს აკაცია შენს გზაზე,
რომ გამოვალ, ერთხელ დამხვდი გზად..