Oct 18, 2012

მოდი, ერთად..


მოდი, ერთად გავიტეხოთ თავი..

მოდი, ერთად გადავცუროთ ზღვა, 

იმ ნაპირზე თუ გაგვრიყავს წყალი

და ექიმიც თუ დაგვხვდება სხვა..



მოდი, ერთად გავაფუჭოთ რამე..

მოდი, ერთად გავამწვანოთ ცა,

იმ ნაპირზე თუ გავედით ნავით

და მაშველიც თუ დაგვხვდება სხვა..



მოდი, ერთად ავაშენოთ სახლი..

მოდი, ერთად გავათეთროთ მთა, 

იმ ზამთრამდე ერთად მშვიდად მივალთ,

მივუსხდებით ჩვენი ბუხრის ალს..



მოდი, ერთად გავიტეხოთ თავი..

მოდი, ერთად გადავცუროთ ზღვა, 

მხოლოდ ერთად დავიკარგოთ სადმე -

მივაწვდინოთ ჩვენს მომავალს ხმა!

2 comments:

  1. მოდი, ერთად გავიტეხოთ თავი.. <3

    ReplyDelete