Oct 19, 2012

ვარსკვლავების თქეში..


მოდი, დამიკარი ტაში,
მერე მომეცი - ხმა..
თმა გაიშალე ქარში
მერე წაისვი - ხნა..

მოდი, მომიჯექი გვერდით,
ერთად გავხედოთ - გზას..
ღამით ვარსკვლავების თქეში,
დილით აჩეჩილი - თმა..

მოდი, დამიკარი ტაში,
მერე მომეცი - ხმა..
გვირილას ჩაგაწნავ თმაში,
გულში ჩაგიხუტებ - და..

ღამით ნანატრ ფიქრებს გავშლი,
შენთან ერთად შევქმნი - მთას..
მთაზე მწვანე კარავს გავშლი,
მერე მოგიტაცებ - ალს..

მთვარის ველზე სივრცეს გაშლილს,
ძლიერ ენატრება - ხმა..
შენი მონატრებით აშლილს,
ვეღარ გამიგნია გზა..

No comments:

Post a Comment