Jul 20, 2010

როცა სამსახურში მოვდიოდი..


 დღეს 21 სექტემბერია.. დღე ორშაბათი..

   ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ, მაგრამ დღეს სულ არ ყოფილა მძიმე დღე.. დილით, სანამ სამარშრუტო ტაქსში ჩავჯექი, ჩემს წინ, ცოტა მოშორებით, მანქანამ მართვა დაკარგა და ისეთი სისწრაფით წავიდა, რომ შეშინებული ხალხის თვალებს რომ შევხედე მერე უფრო შევშფოთდი.. მიქროდა მანქანა და „უკან არ იყურებოდა..“ შემდეგ, რატომღაც „შეასკდა“ ნაგვის ბრონზისფერ ბეჰემოტოზავრ ყუთს, რომელიც სათნოდ იდგა ბორბლებზე შემდგარი და პირდაღებული.. მორიგი „საკვების“ მოლოდინში.. 

 

   შემთხვევის შემდეგ, ბეჰემოთისმაგვარი ყუთი, ისევ პირდაღებული, მაგრამ ახლა უკვე თავქვე დამხობილი საოცარ მდგომარეობაში შესციცინებდა იქვე მყოფ, თვალებგაფართოვებულ აბორიგენ და შემთხვევის დამსწრე მოქალაქეებს, რომლებიც არც თუ ისე მორიდებით შეკრებილიყვნენ მის გარშემო და სათნოდ განიხილავდნენ მომხდარს..

 

   მანქანა გაჩერდა, იქიდან თავში ხელების რტყმით გადმოხტნენ მძღოლი მანდილოსანი, მისი ორი მოწიწებული მეგობარი გოგონა და ერთი შავებში ჩაცმული მამრობითი სქესის წარმომადგენელი..

 

   ადგილების გაცვლა სამჯერ მოასწრეს, სანამ პატრულის მანქანა გამოჩნდებოდა.. არ ვიცი, პირველი ორი შეცვლა რა მოტივით განხორციელდა, მაგრამ მესამე ჯერზე საჭესთან ის მამრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელი მოთავსდა, რომელსაც ბეჰემოთისმაგვარი ყუთის ამობრუნებით გამოწვეული შეჯახების ხმაზე და ალბათ შიშისაგანაც, სახეზე ფერი საერთოდ აღარ ჰქონდა..

 

   დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალი საჭესთან მაინც საშიშია, მით უმეტეს თავისთვის ეულად მდგარი გორგოლაჭებიანი ბეჰემოთისმაგვარი პირდაღებული ყუთებისთვის..

21 სექტემბერი, 2009 წელი


P.S. მართალია ეს ტექსტი ძველია, მაგრამ მაინც მომინდა მისი თქვენთვის გაზიარება..

ნაგვის ურნის ფოტოს ძებნას დაახლოვებით ნახევარი საათი მაინც მოვანდომე და იმ დიდი რკინის ჯაბახანა ურნას მაგივრად გთავაზობთ "ვაკელ" ურნას.. ალბათ ხვალ ეს ურნა სიამაყით "თავახდილი" ივლის, თუ გაიგო, რომ ჩემს ბლოგზე "გამოვაჭენე.. :) "მაინც რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის".. :):):)

3 comments:

  1. სქესის ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი :)))

    "მაინც რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის".. :):):)"
    ამ შემთხვევაში, ადამიანს თუ ურნას? :))))

    ReplyDelete
  2. ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ორივეზეა ლაპარაკი.. :)))

    ReplyDelete
  3. საინტერესოა... :)

    ReplyDelete