Jul 22, 2010

ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიების ათეული

რამდენიმე წლის წინ საერთოდ ვფიქრობდი, რომ მინდოდა ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი გეოგრაფი გავმხდარიყავი, თუმცა არჩევანი მაინც ფსიქოლოგიის სასარგებლოდ გავაკეთე.. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ სხვა არჩევანი არ მქონია, უბრალოდ ჩავთვალე, რომ (უფრო მეტად) საჭირო და შემოსავლიანი პროფესია უკეთესი იქნებოდა..

ნამდვილად არ ვნანობ დღეს ჩემს არჩევანს, პირიქით, უზომოდ კმაყოფილი ვარ და ვცდილობ უფრო მეტი ვისწავლო და ცოდნა გაყინულ მდგომარეობაში არ დავტოვო.. :)

ჩემები ფიქრობდნენ, რომ კონსერვატორიაში გავაგრძელებდი სწავლას, იმიტომ, რომ როგორც სმენა, ასევე ხმაც საკმაოდ ნორმალური მქონდა.. ამას დამატებული იმ დიპლომების და სიგელების უზარმაზარი შეკვრა, რომელიც შოკში აგდებდა ჩემს თანატოლებს და მემგონი თრგუნავდა კიდეც.. (ალბათ მერე სახლში მშობლები ეჩხუბებოდნენ კიდეც, შენ რატომ არ გაქვს არაფრის ნიჭიო..:) არადა ამ ყველაფრით არასდროს მიამაყია, მით უმეტეს, როდესაც ჩემი დათრგუნული მეგობრები ამაყად "მომღერალ ყვავს" მეძახდნენ არც კი ვიმჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები "ყვავის" ჩამნაცვლებელ სიტყვად "ბულბულს" იყენებდნენ.. :)

დღესაც ჩემი ინტერესები ბევრ სფეროს მოიცავს.. გარდა იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგიის მიმართულება, ასევე მომწონს და მიზიდავს სამართალი, ფსიქიატრია, ჟურნალისტიკა, გეოგრაფია, სოციოლოგია და ბევრი სხვა. ძალიან მომწონს ასევე სოციალური სამუშაო და უფრო მეტად ბავშვების საკითხებზე მუშაობა...

ერთ დღეს რომ გავიღვიძო და გვერდით მარტო როიალი იყოს, მაშინაც ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ დაკვრაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.. ჩემი აზრით, მთავარია ადამიანს ჰქონდეს სიტუაციასთან შეგუების უნარი და მერე შეიძლება ნებისმიერ სფეროს ადვილად მოერგოს..

პროფესიებისადმი ინტერესი იწყება ბაღის ასაკში. ალბათ ყველას გახსოვთ, ბავშვობაში როგორ გინდოდათ ექიმობა, პოლიციელობა, მეხანძრეობა ან დიასახლისობა.. :) ეს ინტერესის არეალი სწავლის პერიოდში ნელ-ნელა ფართოვდება და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანს აქვს საშუალო განათლება, კარგი ცოდნა და დიდი არჩევანის საშუალება.. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში პროფესიის არჩევა დიდ და სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.. მათ შორის ერთ-ერთიაა ოჯახი..

საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუშაობისას ბევრ "კურიოზულ" ოჯახურ დისკუსიას წავაწყდი, როდესაც აბიტურიენტებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ, მათ მაგივრად მშობლები არჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებს.. ამ დროს ამ მშობლების შვილები ერთმანეთში ამაყად საუბრობდნენ და სულ არ ადარდებდათ დედა განაცხადის ფურცელში რას წერდა.. :) რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ მშობლები ძალით აბარებინებდნენ ბავშვებს უმაღლესში და მიაჩნდათ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების გარეშე ადამიანი არ არის ადამიანის მეგობარი.. :)

სკოლაში რომ არსებობდეს პროფესიული კონსულტანტი, ვფიქრობ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან მოსწავლეები.. ვინმე ადეკვატურ რჩევას მაინც მისცემს ამ სტუდენტობას მოწყურებულ ხალხს, (უცხოეთში ასეთი კონსულტანტები არსებობს და ისინი ბავშვებს პროფესიის არჩევამდე აკვალიანებენ და რჩევებს აძლევენ მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეებიდან გამომდინარე.) თან მათ ზუსტად ეცოდინებათ რა უნდათ და სად შეუძლიათ სწავლის გაგრძელება..

ამგვარი რეკომენდაციების მიცემა სკოლის ასაკში მემგონი ნამდვილად შეამცირებს სტუდენტების მიერ მიმართულებების გახშირებულ ცვლილებებს.. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე "მრავალკუთხიანი" ინტერესები გამაჩნია და რამდენიმე პროფესიას ერთად ვეუფლები, სულაც არ გამკვირვებია, როცა ჩემმა მეგობრებმაც "კიდევ სცადეს" ახალი პროფესიის დაუფლება და ხელახლა ჩააბარეს უნივერსიტეტში.

დამოუკიდებლობის თემაზე და არჩევანის გაკეთების თავისუფლებაზე მომავალში კიდევ დავწერ ერთ სტატიას, უბრალოდ ამჟამად მინდა იმ პროფესიების რეიტინგი გაგაცნოთ, რომელიც ამჟამად საქართველოში ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია..

პირველი ჩემი აზრით, არის პედაგოგი, რადგან ბავშვის აღზრდასა და განათლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს..

მეორე არის ექიმი - რომლის გარეშეც ძნელია სხვა პროფესიის მქონე ადამიანების არსებობა.

მესამეა აგრონომი, იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობას ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და დიდი ცვლილებები

მეოთხე ეკონომისტია, თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ეკონომიკაზე ვინმემ აუცილებლად უნდა იზრუნოს..

მეხუთეა სამართალდამცველი, თუ გვინდა, რომ მშვიდ გარემოში ვიცხოვროთ.. აქვე მოიაზრება ჯარი და თავდაცვა..

მეექვსე პროფესიაა სისუფთავის დამცველი.. :) (ჩემი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს ჩემი ქალაქის მერია ყველა ჩემი ქალაქელის გადასახადებიდან მიღებული თანხებით.. სისუფთავის დამცველებს შორისაა ჭაღარაულვაშებიანი ნუკრი ბიძია, რომელიც კვირაში 3-ჯერ მაღვიძებს დილის 7:30-ზე და ზარს რეკავს შეძახილით- "ნაგაიიიიიიიიიიი" :)))

მეშვიდე პროფესია არის მშენებელი, ამ განყოფილებაში მოვიაზრებ როგორც პროექტების შემდგენლებს, ასევე ამ პროექტების შემსრულებლებს.. მათ შორის იმ მხიარულ და ბედნიერ ადამიანებს, ვინც აგურს აგურზე დებს და კედელს ღებავს..

მერვე და მნიშვნელოვან პროფესიად მიმაჩნია მოვაჭრე. თუ რამე არ გავყიდეთ და იაფად თუ არ ვიყიდეთ, ფულიც არ დაგვრჩება და მოგებულებიც ვერ დავრჩებით.

მეცხრეა იურისტი, რომელიც იმედი მაქვს, რომ ისეთ კანონებს დაწერს, რომ ადამიანებმა კარგად და ბედნიერად იგრძნონ თავი იმ სამყაროში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ.

და მეათე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგი. ამ გიჟურ სამყაროში ბევრი უცნაურობის შემხედვარეს, ძნელია ნორმალური შინაგანი მდგომარეობა შეგინარჩუნდეს, სწორედ ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ სამყაროს შეხედოთ უფრო მშვიდად და ამაყად, ვიდრე ეს მანამდე გამოგდიოდათ.. :)))

P.S. ზოგიერთ პროფესას გარკვეულწილად გვერდი ავუარე. აქ მოცემული რეიტინგი არ გამოხატავს პროფესიათა მნიშვნელოვნების დონეებს, უბრალოდ ვეცადე მომეყოლა იმ ათი პროფესიის შესახებ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია..

ველოდები გამოხმაურებებს.. :)

2 comments:

  1. ჟურნალისტი ვერ მოხვდა, ხო? :)))

    ReplyDelete
  2. ai eg mindoda rom shen dagetsera.. :))) nu, ra tqma unda ganmartebac shenve unda tqva, ratom aris jurnalistoba sachiro profesia.. :)

    ReplyDelete