Jul 23, 2010

გნომი, ციყვი, ბატი და პერაშკი - ზღაპარი დიდებისათვის



გნომი, ციყვი, ბატი და პერაშკი დაძმობილდნენ. გაუდგნენ ბათინკების გზას. .
შემოხვდათ კალენდარი..
კალენდარმა გნომს ჰკითხა, საით გაგიწევიათო?!
გნომმა უპასუხა, მე ლაპარაკი არ ვიცი, ციყვს ჰკითხეო. გაუკვირდა კალენდარს და ციყვსაც იგივე კითხვა დაუსვა..
ამაზე ციყვს რეაქცია არ ჰქონია, მემგონი არც გაუგია ისე ენერგიულად ახრაშუნებდა თხილს. კალენდარი ბატის პირდაპირ დადგა, მაგრამ ბატს რა უნდა ეთქვა, ისედაც ბატი იყო და ეგეც ჰყოფნიდა. ბოლოს კალენდარი გაბრაზდა და პერაშკი შეჭამა.. მოშივდა და სხვა ვერაფერი მოიფიქრა..
გნომმა, ციყვმა და ბატმა ხელი ჩაიქნიეს ცხოვრებაზე.. :)
კალენდარმა კი თქვა, ნეტა ამ მარაზმში მე რა სახსენებელი ვიყავიო..
ბოლოს
რაც მახსოვს იყო კალენდრის სიტყვები:
"დრო გარბის, ჩვენ ვეწევით.. მაგრამ უმეტესად ვრჩებით.. ამიტომ ვიყოთ სადაც ვართო!"

მორალი:
სანამ ციყვი თხილს ახრაშუნებდა, ბატმა ბათინკები ჩაიცვა, მერე პერაშკი იღლიაში ამოიჩარა და საბოდიალოდ წავიდა, არც კი იცოდა სად.. აბა ციყვის გამოფხიზლებას რომ დალოდებოდა კალენდარი მასაც ჩაყლაპავდა.. :|

P.S. მორალი მომზადებულია ანა-ბანას დახმარებით..


1 comment:

  1. chemi megobris tqmit, teqstshi bevri alegoriaa.. imedia tqvenc dagainteresebt.. :)

    ReplyDelete