Jul 31, 2010
Jul 24, 2010
Jul 23, 2010
გნომი, ციყვი, ბატი და პერაშკი - ზღაპარი დიდებისათვის

რაც მახსოვს იყო კალენდრის სიტყვები:Jul 22, 2010
ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიების ათეული
Jul 20, 2010
როცა სამსახურში მოვდიოდი..

ორშაბათი მძიმე დღეაო, ამბობენ, მაგრამ დღეს სულ არ ყოფილა მძიმე დღე.. დილით, სანამ სამარშრუტო ტაქსში ჩავჯექი, ჩემს წინ, ცოტა მოშორებით, მანქანამ მართვა დაკარგა და ისეთი სისწრაფით წავიდა, რომ შეშინებული ხალხის თვალებს რომ შევხედე მერე უფრო შევშფოთდი.. მიქროდა მანქანა და „უკან არ იყურებოდა..“ შემდეგ, რატომღაც „შეასკდა“ ნაგვის ბრონზისფერ ბეჰემოტოზავრ ყუთს, რომელიც სათნოდ იდგა ბორბლებზე შემდგარი და პირდაღებული.. მორიგი „საკვების“ მოლოდინში..
შემთხვევის შემდეგ, ბეჰემოთისმაგვარი ყუთი, ისევ პირდაღებული, მაგრამ ახლა უკვე თავქვე დამხობილი საოცარ მდგომარეობაში შესციცინებდა იქვე მყოფ, თვალებგაფართოვებულ აბორიგენ და შემთხვევის დამსწრე მოქალაქეებს, რომლებიც არც თუ ისე მორიდებით შეკრებილიყვნენ მის გარშემო და სათნოდ განიხილავდნენ მომხდარს..
მანქანა გაჩერდა, იქიდან თავში ხელების რტყმით გადმოხტნენ მძღოლი მანდილოსანი, მისი ორი მოწიწებული მეგობარი გოგონა და ერთი შავებში ჩაცმული მამრობითი სქესის წარმომადგენელი..
ადგილების გაცვლა სამჯერ მოასწრეს, სანამ პატრულის მანქანა გამოჩნდებოდა.. არ ვიცი, პირველი ორი შეცვლა რა მოტივით განხორციელდა, მაგრამ მესამე ჯერზე საჭესთან ის მამრობითი სქესის ერთადერთი წარმომადგენელი მოთავსდა, რომელსაც ბეჰემოთისმაგვარი ყუთის ამობრუნებით გამოწვეული შეჯახების ხმაზე და ალბათ შიშისაგანაც, სახეზე ფერი საერთოდ აღარ ჰქონდა..
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალი საჭესთან მაინც საშიშია, მით უმეტეს თავისთვის ეულად მდგარი გორგოლაჭებიანი ბეჰემოთისმაგვარი პირდაღებული ყუთებისთვის..
21 სექტემბერი, 2009 წელი
P.S. მართალია ეს ტექსტი ძველია, მაგრამ მაინც მომინდა მისი თქვენთვის გაზიარება..
ნაგვის ურნის ფოტოს ძებნას დაახლოვებით ნახევარი საათი მაინც მოვანდომე და იმ დიდი რკინის ჯაბახანა ურნას მაგივრად გთავაზობთ "ვაკელ" ურნას.. ალბათ ხვალ ეს ურნა სიამაყით "თავახდილი" ივლის, თუ გაიგო, რომ ჩემს ბლოგზე "გამოვაჭენე.. :) "მაინც რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის".. :):):)
სანამ ასანთს აანთებ და სიგარეტს ცეცხლს მოუკიდებ დაფიქრდი!..

ეს დღეს შენთვის შესაძლოა ბოლო ღერი იყოს, რომელსაც საკუთრი სიამოვნებისთვის წვავ.. ხვალ შენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გექნება და ამაში მხოლოდ შენ იქნები დამნაშავე!..
შენ არ შეგიძლია აკონტროლო საკუთარი თავი, რადგან უნებისყოფო ხარ!..
დაფიქრდი?!
სანამ შენ სიამოვნებისთვის წვავ ერთ ღერ სიგარეტს და წვავ შენი სიცოცხლის ხანგრძლივობას,
სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებ!..
და ყველაფერ ამის შემდეგ შენ ისევ გგონია, რომ ფიქრობ?..
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებს, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის..
სწორედ ამიტომ, მე არც მიფიქრია მეხუმრა, მე ხომ ნოდარისთან ვმუშაობ!..
