Sep 5, 2012

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ..


ეძღვნება ერთს..
მეორე რიგში, მარცხნიდან მესამეს..
ძალიან რომ უნდა გერგეთზე ასვლა ჩემსავით.. 

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ,

ჰოროსკოპით გავხდი ზღარბი..

დაბადების დღეზე ალბათ,

ეკლიანი თეთრი ვარდით..

მოგიძღვნიდი მოკლე ლექსებს..

დავუკრავდი გიტარაზე..

სერენადა არ ვიცი და

რომანტიულ სიმღერაზე..

სანთლის შუქზე..

შავი ღვინით..

თეთრი ვარდით

და ღიმილით..

ვხსნი ერთ კოლოფს..

მუხლს ვეყრდნობი..

ვცდილობ შევკრა კონად სიტყვა..

გულში ვფიქრობ, როგორ ვუთხრა,

რომ ყველაზე ძლიერ მიყვარს..

ვფიქრობ მეტს და ვამბობ ცოტას,

გეჩვენები ალბათ სუსტი,

(და არასდროს არ ვყოფივარ მე ბუთხუზა, დედას ბუშტი)..

როგორ არ ვთქვა,

რომ მე მიყვარს,

როცა არ მაქვს არ თქმის ძალა..      

როგორ ვუთხრა, რომ ლოდინში

დამეღალა მეცხრე მალა..

როგორ მოვრთო ეს საღამო

თეთრზე თეთრი ფანტელებით..

ახალ წლამდე თუ მოვედი

თოვლს მოვიტან ამ ხელებით..

მართალია აცივდება,

არ შეწყდება ალბათ თოვა..

შენთან ერთად, ჩემო კარგო,

გაზაფხულიც მალე მოვა!..

No comments:

Post a Comment