Sep 20, 2012

ვერც კი წარმოიდგენ..


ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მენატრება,
მე შენი სუნამოს სუნი..
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ განვიცდი,
რამის გამიჩერდეს გული..
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მეშფოთება,
როგორ მითენდება ღამე..
ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მენატრება,
ეგ შენი სუნამოს სუნი..

მე კი წარმოვიდგენ, როგორ გენატრება,
შენ ჩემი სუნამოს სუნი..
მე კი წარმოვიდგენ, როგორ განიცდი,
რამის გაგიჩერდეს გული..
მე კი წარმოვიდგენ, როგორ გეშფოთება,
როგორ გითენდება ღამე..
მე კი წარმოვიდგენ, როგორ გენატრება,
შენ ჩემი სუნამოს სუნი..

როგორ მენატრები,
როგორ გენატრები,
როგორ გვათენდება მალე..
ცაზე ვარსკვლავები საშინლად მამშვიდებს,
როცა მენატრები ღამე..

Sep 8, 2012

ის არსებობს.. "ბოზი მზიას ამბები" (С)

‎კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ ვებ სივრცეს ვაბინძურებ ამ ამბით, მაგრამ მინდა, რომ ეს ფაქტი ამბად მოყოლილი, თუნდაც მცირე მინიშნებებით, მაგრამ მაინც, შემორჩეს ისტორიას..

მაშ ასე, ისტორია ხდება ჩემს ქალაქში:


 
"ბოზი მზია: - როგორ ხარ?
-კარგად, თავად?
-ჩვენც, რატო აღარ გვნახულობ ხოლმე?
-არ მცალია, დაკავებული ვარ და ვმუშაობ..
-სხვებისთვის რომ გცალია?
-სხვებმა დაიმსახურეს და ვნახულობ..
-კარგი, დამსახურებული ხალხი გყოლოდეს გვერდით სულ!.."

მორალი: ბოზი მზიას ძუძუები მაინც გვლოცავენ..

პ.ს. მადლობა ბოზ მზიას, რომ დამსახურებული ხალხი მისგან 180 გრადუსით განსხვავდებიან.. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები არ იცვლებიან რადიკალურად, ისინი შინაგანად ყოველთვის რჩებიან ისეთებად, როგორი სულიერი სამყაროც აქვთ.. მე, უბრალოდ, ვერასდროს დავივიწყებ იმ ბოზურ ქმედებებს, რომელიც ამ კეთილმა ადამიანმა, ალბათ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ან თუნდაც სხვების თვალში (მცირე ნაწილის) კარგად გამოსაჩენად გააკეთა, რითაც სრულიად გადააბიჯა ადამიანურობის ყველა პრინციპს, კეთილშობილების და მეგობრობის საწყისებს.. ასე რომ, თუ ვინმეს გაქვთ ქალბატონ მზიასთან შეხება, გთხოვთ გადასცეთ, რომ 1 წლის მერეც, არ დამვიწყებია მისი ქმედებები და სავარაუდოდ არც არასდროს დამავიწყდება, იმიტომ, რომ 1 წლის შემდეგაც კი, მისი ნახვისას, შინაგანად რაც ვიგრძენი, ეს იყო გულის რევის შეგრძნება.. ადამიანი გიყურებს თვალებში და არანაირი დანაშაულის ან რაიმე მსგავსი შეგრძნება.. ადამიანი... ნუ, არსება.. რა მნიშვნელობა აქვს.. მე უბრალოდ იმედი გამიცრუვდა მაშინ, როცა დავაფიქსირე, რომ პირველად, ადამიანის შეფასებისას შევცდი.. შევცდი მაშინ, როცა ჩავთვალე, რომ ყველა ადამიანში არსებობს სიკეთის რაღაც მარცვალი, რომელიც კარგ ნიადაგში ყოველთვის გაღვივდება.. მე მაშინ შევცდი..

და დღეს, მე ჩემს შედცომაზე ვისწავლე ბევრი.. 
ვისწავლე..
და არ მინდა ეს შეცდომა იყოს სხვა შეცდომების დასაწყისი..




Sep 5, 2012

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ..


ეძღვნება ერთს..
მეორე რიგში, მარცხნიდან მესამეს..
ძალიან რომ უნდა გერგეთზე ასვლა ჩემსავით.. 

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ,

ჰოროსკოპით გავხდი ზღარბი..

დაბადების დღეზე ალბათ,

ეკლიანი თეთრი ვარდით..

მოგიძღვნიდი მოკლე ლექსებს..

დავუკრავდი გიტარაზე..

სერენადა არ ვიცი და

რომანტიულ სიმღერაზე..

სანთლის შუქზე..

შავი ღვინით..

თეთრი ვარდით

და ღიმილით..

ვხსნი ერთ კოლოფს..

მუხლს ვეყრდნობი..

ვცდილობ შევკრა კონად სიტყვა..

გულში ვფიქრობ, როგორ ვუთხრა,

რომ ყველაზე ძლიერ მიყვარს..

ვფიქრობ მეტს და ვამბობ ცოტას,

გეჩვენები ალბათ სუსტი,

(და არასდროს არ ვყოფივარ მე ბუთხუზა, დედას ბუშტი)..

როგორ არ ვთქვა,

რომ მე მიყვარს,

როცა არ მაქვს არ თქმის ძალა..      

როგორ ვუთხრა, რომ ლოდინში

დამეღალა მეცხრე მალა..

როგორ მოვრთო ეს საღამო

თეთრზე თეთრი ფანტელებით..

ახალ წლამდე თუ მოვედი

თოვლს მოვიტან ამ ხელებით..

მართალია აცივდება,

არ შეწყდება ალბათ თოვა..

შენთან ერთად, ჩემო კარგო,

გაზაფხულიც მალე მოვა!..

Sep 3, 2012

როცა თავიდან..


 

როცა თავიდან ვიწყებთ ყველაფერს,
ფიქრები შიშველ სხეულზე გათოვს..
არა!..
        არ წავალ..
            ვერ დაგპირდები!..
და ვერ დაგტოვებ ეულად, მარტოს!..