როცა
უბრალოდ,
ხვდები რომ გიყვარს,
როცა
უბრალოდ,
დროს წელავ დიდხანს,
როცა
უბრალოდ,
მიდიხარ მასთან,
მხოლოდ
იმიტომ,
რომ იყოთ კარგად..
როცა უბრალოდ,
დამშრალა წყალი,
ტბასთან არ ისმის
ყიყინი
ვრცელი..
ქარი უბერავს,
გეშლება ხელი,
როცა ზიხარ და
მის
მოსვლას ელი..
როცა
სიჩუმეს
ზუზუნი
ახშობს,
როცა
ვარსკვლავებს
უყურებთ
მარტო,
როცა
ოცნებობ
და
როცა ფიქრობ,
როცა
შენს ქალაქს
ფიქრები ათბობს..
როცა გიყვარს
და
როცა
უყვარხარ,
როცა ფიქრობ და
ხალისობ
გვერდზე,
როცა გგონია,
რომ
რამეს შეძლებ,
და მერე როცა
უმისოდ ვერ ძლებ..
როცა
ძილის წინ
თბილ
წერილს იღებ..
როცა
დილაც კი
იწყება
მისით..
მერე
იჯერებ,
რომ
მეტსაც შეძლებ,
დრო
კი
ლამაზად,
ნელ-ნელა
მიდის..
sait mifrinaven toliebi netav? :)
ReplyDeleteცისკენ მიდიან და ბრუნდებიან ჩვენთან.. :))
ReplyDelete