Oct 17, 2010
„ნიკუსა“
ჩვენს ოჯახში პატარა უცხოპლანეტელი გაჩნდა..
დიიიდი თვალებით, პაწუკა ცხვირით და ხაშურული ტირილით..
უსაყვარლესი, ციცქნა და სათუთი არსებაა.. მთელი დღე ძუძუზეა ჩამოკიდებული, ჭამს და შემდეგ იძინებს..
29 სექტემბერს გავხდი ბიძა..
დილით, როდესაც სამსახურში წავედი, ვფიქრობდი ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ასე უცებ გაბიძებასაც არ ველოდი.. :)
დედამ დამირეკა და მახარა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ისე დავიბენი, რომ არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა.. სამსახურში ყველამ მომილოცა და ჩემს გარშემო უცებ უამრავი ადამიანი შეიკრიბა..
ჩემი ძმა სამშობიაროსთან მთელი წლის განმავლობაში შეგროვებულ შამპანურებს ხსნიდა და ისე უხაროდა მამობა, რომ საერთოდ არ ესმოდა ვინ რას ეუბნებოდა.. :) იმ დღეს ისტერიკა ჰქონდა.. არ მეგონა სიხარულს თუ მსგავსი რამის გამოწვევა შეეძლო.. თუმცა სიხარულთან ერთად ალკოჰოლმაც კარგად იმუშავა.. რძალს ტელეფონით ვესაუბრე, ახლად გაღვიძებულს ნაბახუსევი ხმა ჰქონდა.. გამიხარდა, რომ კარგად იყო და მშობიარობამ წარმატებულად ჩაიარა.. სიხარულით გადარეულმა მამამ სამშობიაროსთან ფეიერვერკიც კი მოაწყო.. :) არადა ნეტა იცოდეთ, რა წუწუნა და ბუზღუნაა.. (უმეტესად ფულთან დაკავშირებით წუწუნებს..)
შემდეგ იყო გასაუბრება ტრენინგის მონაწილეებთან, ერთკვირიანი შვებულება და ტრენინგები.. კვირას საღამოს „ნიკუსა“ და მისი მშობლები უკვე სახლში დამხვდნენ.. პაწუკა ისევ ძუძუზე იყო ჩამოკიდებული და ისევ გემრიელად შეექცეოდა მისთვის გამზადებულ „კერძს..“
ყოველთვის მქონდა ბავშვის ხელში დაჭერის შიში და ესეც მომეხსნა.. ნიკუშას დამსახურებით.. ისეთი პაწაწინა და საყვარელია.. და თან ისე იბღვირება.. :):):)
ამ სახლში 1986 წლის შემდეგ (ჩემზეა ლაპარაკი) არავინ დაბადებულა.. ხოოდა ჩვენმა „ნიკუსამ“ (ასე ეძახის მისი დეიდაშვილი) 24 წლის შემდეგ ახალი სეზონი გახსნა.. :) აწი ველოდებით მატებას და ბეევრ პაწაწუნას..
ყველა ვცდილობთ ახალი როლის მორგებას,
სიხარულისგან გადარეულები ვართ..
თუმცა ამ სიხარულს თან სდევს დიდი სევდა..
მამა, დღეს შენ უკვე პაპა ხარ!..
ბიჭია, ბიჭიი!..
Oct 16, 2010
კიდო "ბანი"
წინა კვირას რამ მატკინა ყველაზე მეტად გული იცით???
ქართველები ყველაზე ნიჭიერები რომ ვართ და რომ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით..
იანვარში მამას ნაჩუქარ ტელეფონს ეკრანი გაუთეთრდა.. ისე მუშაობდა, უბრალოდ არ ჩანდა არაფერი.. ისე ვუფრთხილდებოდი, რომ ბოლომდე შეინარჩუნა ჩვეული იერი..
ყველაფერი ჩინური ჩემთვის ნაგავთან ასოცირდება (ჩინელებთან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ასეა..), ვერაფრით ვერ გავაკეთე რუსთავში ამ ტელეფონის ეკრანი.. სწორედ ამიტომ, გოჩა ძიას რჩევით (ტელეფონებს აკეთებს რუსთავში) გავეშურე თბილისში, დინამოს სტადიონთან მდებარე (სხვაგან არ ვიცი არის თუ არა) „კიდობანში“. N:5 მაღაზიას, რომელიც ცენტრის შესასვლელთან ელოდება მყიდველებს, ყავს ერთი ნიჭიერი სპეციალისტი, სახელად თემო.. თემოს დახლთან უწერია, რომ აკეთებს ტელეფონებს, თუმცა გაკეთების რა გითხრათ და კარგად აფუჭებს.. იმის მაგივრად, რომ თემოს ჩემი რუსთავში უკვე ნატანჯი ტელეფონი გაეკეთებინა, დაშალა, და მიხვდა, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები ჩინელებისას მკვეთრად ჩამოუვარდებოდა და დაშლილი ტელეფონის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას შეეცადა.. თუმცა ჰოი საოცრებავ, აქ უკვე მისი შესაძლებლობები სრულიად დაეცა და ქართველი კოლეგების შესაძლებლობების ზღვარსაც ჩამოსცდა და სანამ უფსკრულში გადაეშვებოდა, სასწრაფოდ და თან „ძალის გამოყენებით“ ეცადა ტელეფონის აწყობას.. ჩვენო „ოსტატო“ თემო, შენ ყველაზე დებილი და ლენჩი ხარ, რადგან წარმოდგენაც არ გაქვს, რომ მიკროელემენტებთან მუშაობა მოითხოვს სიზუსტეს და მოთმინებას.. სულაც არ იყო საჭირო ტელეფონი აგეწყო, თუ ამის უნარი არ გქონდა.. არც ის იყო საჭირო, ტელეფონის მეხსიერების ჩიპი ისე ჩაგელეწა, რომ მისგან ინფორმაციის გადმოწერა შეუძლებელი ყოფილიყო.. ყველაზე ცუდი რა არის იცი?! საათს როცა აწყობ, არ უნდა დაგრჩეს დეტალები, რომელიც მისი დაშლის დროს დადე მაგიდაზე.. :) არც ის იყო საჭირო, ეკრანი გაგებზარა ისე, რომ მისი აწყობა შეუძლებელი ყოფილიყო და ამასთან უდანაშაულო სახით გაგეგრძელებინა მუშაობა.. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ბევრი რამისგან შევიკავე თავი, მაინც გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ..
შენ ხომ მამას ნაჩუქარი ტელეფონი გამიტეხე..