ეძღვნება ქალაქს, სადაც სულ წვიმს,
სულ მზე და სულ ქარია..
და მაინც სულ რომ მიყვარს!..
წვიმს..
ძველ ქალაქში დავდივარ მარტო..
წვიმს..
ფიქრები თანდათან მათბობს..
წვიმს..
ის გემი დიდ ტალღებს აპობს..
წვიმს..
და სიჩუმე ქალაქში..
არ თოვს..
სეტყვა..
ქალაქში, რომელიც არ გავს..
დილით..
ნათენებ მშფოთვარე ღამეს..
სეტყვა..
ქალაქში სადაც სულ წვიმა
ნოტიო,
ნისლიან ქუჩებს
ასველებს..
ქალაქში დავდივარ..
თითქმის სულ მარტო..
ვეღარ ვგრძნობ,
ნისლიან,
წვიმიან
ქუჩებს..
ისევ ის..
მშვიდი ფიქრები
მათბობს,
რომელიც..
უხდება შენს ლამაზ
სიზმრებს..
წვიმიან ქალაქში
დავდივარ მარტო..
ვიხსენებ მზიან
ზაფხულის დილას..
ნაპირზე ვივლი
ტალღებთან ახლოს
და მოგონებებს გავანდობ ნიავს..
No comments:
Post a Comment