ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დაახლოვებით 4 თვის წინ მამას ნაჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმოების მრავალდინამიკიანი მობილური ტელეფონი გამიფუჭდა, ნუ რათქმაუნდა ტელეფონისთვის 1 წელზე მეტის ხნით გაძლების პროგნოზი არ კეთდებოდა, თუმცა მაინც კარგად იმუშავა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ჩინური „ნოკია“, იგივე „ნეკი“ არ გამოირჩეოდა მრავალფუნქციური მენიუთი, თუმცა ერთი კარგი „თვისება“ ჰქონდა, შესაძლებელი იყო 5–ჯერ დაყენებულიყო მაღვიძარა. თან მაღვიძარაზე შესაძლებელი იყო ჩემთვის სასურველი მუსიკის დაყენება, რომლის აჟღერებისას სიამოვნებით ვიღვიძებდი და მშვიდად ვდგებოდი სამსახურში წასასვლელად.
მოკლედ, ამ პროგრესული კომუნიკაციის საშუალების გაფუჭების შემდეგ, როდესაც ყოველ დილით, „მგზავრების“ – „გაიღვიძა ბუნებამ..“– აღვიძებდა მთელ ოჯახს, დადგა ჟამი, როდესაც ნამდვილ, თუმცა იაფფასიან „ნოკიას“ და „სიმენსის“ ძველ და კარგად „გამოყენებულ“ ტელეფონებს, მეტად მნიშვნელოვანი, ოჯახის გაღვიძების ფუნქცია მიენიჭათ. მაღვიძარებს საკმაოდ სერიოზული, თუმცა ანტიკვარი ზარი აქვთ, რომელიც არ იცვლება, ნუ შეიძლება იცვლება კიდეც, თუმცა იმდენად მივეჩვიე, რომ არ მინდა შეცვლა. შეიძლება ითქვას, რომ „პავლოვის ძაღლივით“ ვარ. © :)
ბოლო დროს, პირველი მაღვიძარა „სიმენსის“ ტელეფონზე დავაყენე და მაღვიძებს თუ არა, მაშინვე ვდგები. ზუსტად (ალბათ) 15 წუთის შემდეგ, რეკავს „ნოკიას“ მაღვიძარა, რომლის ხმაც არ მესმის, რადგან ამ დროს უკვე გარეთ ვარ გასული, რაღათქმაუნდა, მაშინ, როდესაც სამსახურში წასასვლელად ვემზადები. დედაჩემმა, რომელმაც ზემოთ აღნიშნულ ტექნიკას უკვე დიდი ხანია (5 წელზე მეტია) ვერაფერი გაუგო, ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა მაღვიძარას ზარი, ხოდა უკვე მერამდენედ, შეშფოთებული და შეწუხებული მორბის, ალარმი გირეკავს და ვერ ვპასუხობო..
მოკლედ, გადავწყვიტე დედა ტექნიკაში ცოტათი მაინც გავარკვიო, რის გამოც თავისი, „ნოკიასგან“ არც ისე განსხვავებული ტელეფონი ვუყიდე..
თუმცა რად გინდა, ყოველ დილით „ალარმი“ მაინც რეკავს!..
კარგი იყო! :)))
ReplyDelete