რამდენიმე წლის წინ შევნიშნე, რომ ექსკურსიებზე მეტად ლაშქრობები მიზიდავდა. ამ დროს გეგმავ გზას და არც არავინ გაძალებს დროის მცირე მონაკვეთში ბევრი კულტურული ძეგლის ნახვას, რაც "ჩარბენის" შემთხვევაში არც თუ ისე მშვიდი პროცესია და დათვალიერების შედეგად სიამოვნების ნაკლებ შეგრძნებასაც გიტოვებს.
მოკლედ, გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ არჩევანის წინაშე ხარ, ექსკურსია აჯობებს თუ ლაშქრობა იცოდე, რომ:
1) ლაშქრობას გეგმავ მეგობრებთან ერთად,
2) განსაზღვრავ წასვლის და დაბრუნების დროს (აქ არ არსებობს დამაგვიანდა და უჩემოდ გადით, უხერხულია მძღოლთან და ა.შ. :))
3) არ გიწევს ტრანსპორტის დაქირავება, განსაკუთრებით, თუ იაფ საშუალებას მუდმივად ვერ შოულობ.
4) მიგაქვს მხოლოდ ის საკვები საშუალებები, რომელსაც ნამდვილად იცი, რომ გზაში მაინც მიირთმევ,
5) მგზავრობა გიჯდება შედარებით იაფი, ვიდრე ექსკურსია.
6) არ მოგყვებიან ის ადამიანები, ვისაც არ იცნობ, მიდიხართ მცირე რაოდენობის, მაგრამ კარგად "ჩამეგობრებული", ერთმანეთის დანახვა რომ გიხარიათ, ისეთი ადამიანები.
7) ათვალიერებ ყველაფერს, რაც შენს ინტერესებს აღძრავს, იღებ ბევრ ფოტოს და ტკბები ულამაზესი ბუნებით
8) ატარებთ ძალიან მაგარ დროს ბუნებაში, სუნთქავ სუფთა ჰაერს, (მივესალმები არამწეველ ახალგაზრდობას), კოტრიალობ მწვანე ბალახზე, ქეიფობ (ბევრს თუ არ სვავ, სიამოვნებით გამახსოვრდება ყველაფერი), ანთებ კოცონს, წვავ მწვადებს, გიტარა თუ გაქვს მღერი, თუ არადა ისე მღერი :) და ა.შ.
9) შენს სუფრასთან ახლოს 20 მეტრში (ან უფრო ახლოს) არ არის სხვა ჯგუფი, რომელთა სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები შენს სუფრაზე ნათქვამი გგონია და შეგნებულად ტოვებ და გადადიხარ შემდეგზე.. :)))
10) შეგიძლია იღრიალო ბოლო ხმაზე და არავინ არ გეტყვის: "რას აკეთებ, ტყეში ხომ არ ხარ???" :)))
ამასთან ერთად უნდა განსაზღვრო, სად გინდა სალაშქროდ წასვლა და რა საჭიროებები არსებობს ამ მიზნის მისაღწევად.. თბილისის და მისი შემოგარენის მცხოვრებთათვის (ეს განსაკუთრებით დამწყებებს ეხება) არსებობს მარტივად დასალაშქრი ციხე-ხეობები, მათ შორისაა არმაზის ციხე მცხეთის მახლობლად და ქოროღლის ციხე კოჯორში.. ამ ტერიტორიებზე თუ დააპირებთ წასვლას, თითო კაცს გზის ფული 2 ლარი მაინც ჯიბეში უნდა გქონდეთ, თუ მზის ჩასვლამდე დააპირებთ წამოსვლას. 9 საათს თუ გადასცდა, მაშინ მოგიწევთ ტაქსის გამოძახება, რისთვისაც მერწმუნეთ, უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, ან უკეთეს შემთხვევაში რომელიმე კეთილი ტრანსპორტის მძღოლი გაგიჩერებთ და თუ ქალაქისკენ (თბილისი) მიდის წაყვანას შემოგთავაზებთ.. (ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს გადამრჩენელ ყაზბეგელ უჩაი-ს, რომელმაც 8 ახალგაზრდა მერსედესის 4 კაციან მანქანაში ჩაგვსხა და მცხეთიდან თბილისში, უსაფრთხო ადგილამდე მიგვიყვანა :))) კოჯორში წასვლა შეგიძლიათ კოლმეურნეობის მოედნიდან, ყვითელი ავტობუსების მეშვეობით (აუცილებლად ჰკითხეთ მძღოლს სად მიდის, რომ შემთხვევით წყნეთში ან თბილისის ზღვაზე არ ამოყოთ თავი). ყვითელი ავტობუსით მგზავრობა სტუდენტური ბარათით (რათქმაუნდა ფულს თუ გადაიხდი და ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, თუ არ გინდა, რომ შემდეგ 5 ლარიანი ჯარიმა იხადო) 20 თეთრი დაგიჯდება, მეტრომანის ბარათის არსებობისას წასვლა 40, ხოლო წამოსვლა 30 თეთრი ღირს, თუ მსგავსი ბარათი არ გაქვს 40 თეთრი დაგჭირდება ხურდა ფულით. ამ შემთხვევაში ყურადღებით უნდა იყო, თუ შენთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ჩუმი ადამიანი, მედეაც მოდის, ბილეთი მასაც უნდა აუღო, რომ მთელ ჯგუფს არ გამოუწერონ კონტროლიორებმა ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი ყველას ექნება... მედეას გარდა.. :))) ამასთანავე ეცადეთ ამ დროს წაიღოთ ბამბა ყურების დასაცავად და მშვიდად სამგზავროდ. ეცადეთ ამ შემთხვევაში დაეხმაროთ მძღოლსაც და მცირედით დაუხშეთ სმენა.. თორემ მედეა თუ ალაპარაკდააა... :))) სკოჩიც ვერ უშველის.. :))) მოკლედ ასეა..
რაც შეეხება არმაზის ციხეზე ასვლის მსურველთ, თუ ციხეზე გინდათ ასვლა, მაშინ ჯვარზე ასვლას ნუ დაგეგმავთ, იმიტომ, რომ იქიდან ჩამოსულებს არაფრის თავი არ გექნებათ, თან ჯვარი შორსაა და თან ფეხით ცოტა რთული იქნება იქ ასვლა.. რაც შეეხება სვეტიცხოველში შესვლის მსურველებს, კარგი იქნება, თუ ტაძარში შესვლას აპირებთ, ან მანამდე გააკეთოთ ეს, ან ხეობიდან მოგიწევს ფხიზელს დაბრუნება და შემდეგ მცხეთაში გადასვლა. ყოველ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ მცხეთაში ცალკე, არასალაშქრო დღეს წახვალთ, დათვალიერებისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ და წმინდა ადგილებსაც მოინახულებთ.. არმაზის ხეობაში წასასვლელად თბილისში, დიდუბის მეტროსთან არის ე.წ. "ოკრიბას" სადგური, საიდანაც გადის ძეგვის "მარშუტკები". ამ ტრანსპოტრით მგზავრობა 1 ლარი ღირს, თან ამ დროს მძღოლი აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ არმაზის ციხეზე გინდათ ასვლა. ამ შემთხვევაში მოგიწევთ რესტორან "არმაზის წყაროსთან" ჩამოსვლა, ლიანდაგების გადაკვეთა და უკვე ხეობის შესასვლელთან ხართ. :)) თუ მაინცდამაინც მცხეთის ავტობუსს გინდათ გაყვეთ და შემდეგ 15 წუთი ტრასაზე ფეხით იაროთ, მაშინ მოგიწევთ 70 თეთრიანი ბილეთების აღება, ავტობუსში 20 წუთი ჯდობა, დახრუკვა და ადგილების დაკავება და შემდეგ ნახევარ საათიანი ჩაქჩაქი.. :))) ეცადეთ მანამდე ყველაფერი იყიდოთ, მცხეთაში მაინც მეტი ფასი ადევს ყველაფერს და თან შეიძლება რაიმე საკვები ვერც იშოვოთ.
რაც შეეხება სალაშქროდ წასაღებ დამხმარე და საკვებ საშუალებებს, აუცილებლად და ყოველგვარი მიზეზების გარეშე უნდა წახვიდეთ კეტებით, ან ისეთი ფეხსაცმლით, რომლითაც კარგად ივლით და სიარულისას არ გექნებათ დისკომფორტის შეგრძნება. ამასთანავე აუცილებლად გაიყოლეთ მზის სხივებისგან დამცავი ქუდი, ან რაიმე თავსაბურავი.. (მაინცდამაინ მოქსოვილ ქუდს ნუ წაიღებთ, თორემ მეგობრები თუ არა, ტყეში ციყვები მაინც დაგცინებენ.. :)) მეგობრები გააფრთხილეთ, რომ ყველამ თითო დანა მაინც წამოიღოს, რომელიც კარგად ჭრის - შამფურების გამოსათლელად დაგჭირდებათ, ან თუ შამფურებიც მიგაქვთ, რაც არც თუ ისე კარგი იდეაა, სუფრაზე პროდუქტს მაინც დაჭრით.
წასვლისას აუცილებლად ჩადეთ ჩანთაში რამდენიმე ძველი ჟურნალი, თუ წაკითხვით თვალებს არ აიტკივებთ, კარგი იქნება, ნორმალური მაინც არაფერი ეწერება. :) ეს ფურცლები კოცონის ასანთებად და დაბლა დასაფენად დაგჭირდებათ. ბოლო-ბოლო "სუფთად" მაინც დაჯდებით (ოღონდ ერიდეთ, თუ ღია ფერის ტანსაცმელი გაცვიათ, გაზეთიდან საღებავის გადასვლის დიდი შანსია, ასე რომ თუ არ გინდათ წამოსვლისას მთელმა ქალაქმა თქვენს უკანალზე იკითხოს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები :D ღია ფერის შარვალს ნუ ჩაიცვამთ. ფრთხილად და სათუთად დაჯექით რაიმე ნაჭერზე, ან ხელსაწმენდ ქაღალდზე შეგიძლიათ დაბრძანდეთ, :)
წარმოგიდგენთ პროდუქტების და დამხმარე საშუალებების სიას 7-8 ადამიანისთვის, რომელიც სალაშქროდ წასვლისას შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე კარგი იქნება, თუ თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატებთ რაიმეს, თორემ თუ მარხვაზე ხართ, ან რაიმე საკვებს არ მიირთმევთ, შესაძლოა მშიერი დარჩეთ დღის განმავლობაში.
1) პური - აუცილებელია, ეცადეთ 3-4 ცალი მაინც წაიღოთ ჩვეულებრივი ქვის პური.. განსაკუთრებით, თუ მჭამელი მგზავრები გყავთ.. 2-3 ლავაშსაც თუ გააყოლებთ, მერწმუნეთ, სანამ ციხეზე ახვალთ, ნახევარიც აღარ იქნება დარჩენილი.. :)
2) ლობიანი და ხაჭაპური - თუ კარგი გაკეთებულია სუფრას ნამდვილად დაამშვენებს 3-3 ცალი. ეცადეთ ფენოვანი არ წაიღოთ, დაიშლება და დაიფხვნება.. ისევ მრგვლად გამომცხვარი ჯობია ყველაფერს.
3) კიტრი და პომიდორი - 2-2 კილო კარგი იქნება სალათისთვის.
4) მაიონეზი და "კეჩუპი" :) - თითო-თითო ორივე გემრიელად იჭმევა.. შეგიძლიათ რამდენიმე წაიღოთ, ოღონდ ეცადეთ, რომ ორივეს ჰქონდეს თავსახური, რომ გამოყენების მერე არ დაიქცეს.. (არ გირჩევთ შუშის ქილით მაიონეზის და "კეჩუპის" წაღებას, შეიძლება გზაში გატყდეს).
5) სალაშქროდ თუ მიდიხართ, არც იფიქროთ სახლიდან ჭიქების, დანა-ჩანგლის, თეფშების და ოჯახური "სერვიზის" სხვა შემადგენელი ნაწილების წაღება.. უმჯობესი იქნება შეიძინოთ ერთჯერადად მოსახმარი ჭიქები, თეფშები და ჩანგლები, თუ ძალიან არ გიყვართ ხელით ჭამა.
6) სამწვადე ხორცი - კარგი იქნება, თუ დაჭრილ და ჩაბასტურმებულ ხორცს წაიღებთ ორ კილომდე. ამ დროს თუ რომელიმე ახალგაზრდას დაუჯერებთ, რომელიც დაიწყებს ჭიჭყინს, რომ ხორცი გაფუჭდება გზაში, შემდეგ ნამდვილად ინანებთ. იმიტომ, რომ ლაშქრობა მწვადის გარეშე არის ქორწილი პატარძლის გარეშე.. :)))
შეგიძლიათ დამატებით წაიღოთ სარდელი, ასაწონი ძეხვი ან რაიმე ხორცეული, თუ გიყვართ.. სარდელი კარგად იწვება შამფურზე, ოღონდ მანამდე გარსი მოაცალეთ, თუ არ გინდათ, რომ ცუდი გემო ჰქონდეს ჭამისას.. :)
7) ჯონჯოლი - გემრიელია და თან სასარგებლო.. ეცადეთ დახურული ჭურჭლით გაიყოლოთ, რომ ტრანსპორტში ან გზაში არ "ჩაისველოს" :) ამასთან ერთად, თუ გიყვართ, შეგიძლიათ სახლიდან 3-4 თავი ხახვი გააყოლოთ საღეჭ რეზინთან ერთად.. :)
8) მარილი - აუცილებლად დაგჭირდებათ. ეცადეთ სახლიდან წაიღოთ, ან სახლთან ახლოს მაღაზიაში შეიძინოთ, დიდუბეში ბოთლით მარილს ვერ იშოვით და მოგიწევთ დიდი შეკვრით მარილის წაღება, რაც ცოტა არ იყოს მძიმეა გზაზე სათრევად..
9) თუ კოცონის დანთებას აპირებთ და გიყვართ ცეცხლში შემწვარი კარტოფილი, შეგიძლიათ გააყოლოთ იმდენი ცალი, რამდენიც ხართ. ოღონდ ეცადეთ, რომ არ დაგავიწყდეთ მისი შეწვა, თორემ მერე მოგიწევთ ისევ უკან წამოღება, იმიტომ, რომ დაგენანებათ კარტოფილის ტყეში დატოვება.. :)
10) თუ დალევის მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ ლუდი წაიღოთ, ღვინო ლაშქრობისთვის არც ისე კარგი დასალევია.. თუ მაინც გადაწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება, მაშინ არაყი, ან ლიქიორი ჯობია.. მოკლედ, თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე..
11) აუცილებლად წაიღეთ გამაგრილებელი სასმელები. ჯერ ერთი, გზაში დალევთ ნახევარს სიარულისას, და მეორე, სუფრაზეც ჭამის დროს კარგია გაზიანი სასმელის დალევა.. მინიმუმ სასიამოვნოა.. :) არ დაგავიწყდეთ ასევე წყლის წაღება,. ჯერ ერთი, თუ დალევა გინდათ, წყურვილს მოიკლავთ, თუ არადა ხელს მაინც გადაიბანთ. არმაზზე ასვლისას წყაროც შეგხვდებათ, კოჯორში წყაროს ნაკლებად ნახავთ. :)
12) ხილი ნამდვილად გამოგადგებათ, ეცადეთ ისეთი ხილი წაიღოთ, რომელსაც არ გადაყრით და ისიამოვნებთ მისი გემოთი. კარგია ვაშლის, ატამის ან მსხლის წაღება, ხოლო "ვაშლა-ატამა" ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი იქნება..
13) მაგიდის გადასაფარებელი, ე.წ. "კლიონკა" :) ჯობია რომ თან გქონდეთ, იქ ამას არავინ არ დაგახვედრებთ.. :) თუ გოგოებს სახლში დარჩებათ, შეგიძლიათ 2-3 წელი არ გაათხოვოთ (გოგოები) და რაც შეიძლება მეტ ლაშქრობებში ატაროთ, ცოტას მაინც ისწავლიან რამეს.. :) ხელსაწმენდები წაიღეთ კიდევ აუცილებლად, ნუ, თუ მედეაც მოდის, სკოჩიც დაგჭირდებათ, ან რაიმე დამამშვიდებელი.. :) ნუ, მანამდე მედეამ "Red-bull"-ი თუ დალია, შეგიძლიათ ციყვებთან დატოვოთ და შემდეგ ის ციყვები წითელ წიგნში შეიტანოთ, იმიტომ, რომ იმ ციყვებს ხომ "პარანოიდული შიზოფრენია" გარანტირებული ექნებათ, მედეას კი სკოჩიც ვერ დაიჭერს.. :)))
14) თუ გიყვართ და ვინმეს შეგიძლიათ საზამთროც წაიღოთ, ოღონდ ყიდვისას ნუ გაჭრით.. :) წვენი გადმოვა და ნერვებს მოგიშლით.. ოღონდ ერთი პრობლემაა, საზამთრო შეიძლება არ იყოს მწიფე.. :)))
15) მოერიდეთ მტაცებლებს!.. იცოდეთ, რომ მტაცებლები ადამიანებს თავად უფრთხიან, თუ მათ რაიმე საფრთხეს არ შეუქმნით, შეტევაზე არ გადმოვლენ.. ისინი ცდილობენ დაიცვან თავი ადამიანებისაგან.. ნუ გააჭაღარავებთ საწყალ ობობებს, ნუ დაერევით კალიებს, ნუ შეაშფოთებთ ტყის ბინადრებს და ნუ იკივლებთ ბოლო ხმაზე.. გაუფრთხილდით ბუნებას..
წამოსვლისას ეცადეთ, ნასუფრალი ტერიტორია დაასუფთაოთ, აიღოთ ყველაფერი, რაც იწვის დაწვით და დაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ ჩაიწვება, თუ ისეთი რამე დაგრჩათ, რაც არ იწვის, მაგრამ თვლით, რომ ნაგავია, არ დატოვოთ და წამოიღეთ. გზაში ურნა აუცილებლად შეგხვდებათ და იქ ჩააგდეთ. გაუფრთხილდით ბუნებას!..
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ ფოტოების გადაღება.. ლაშქრობას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს იქ გადაღებული ფოტოები..
P.S. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ლაშქრობის დროს გადავიღეთ მე და ჩემმა მეგობრებმა.