May 22, 2011

სტუდენტური დღეები 2011

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვაკის პარკში 2011 წლის 18 მაისს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა ფესივალმა - "სტუდენტური დღეები 2011", ღონისძიება ოფიციალურად გახსნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

გამომდინარე იქიდან, რომ 20 მაისს ვაკის პარკში ღონისძიებას მეც ვესწრებოდი, მინდა თქვენც გაგიზიაროთ მიღებული შთაბეჭდილებები, რისთვისაც წარმოგიდგენთ ჩემი მეგობრის მიერ მომზადებულ ფოტო-რეპორტაჟს..

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 მაისს, 20 საათზე ვაკის პარკში გაიმართება დასკვნითი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოსები და სტუდენტურ დღეებში მონაწილე საუკეთესო შემსრულებლები..

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ

P.S. იმედი მაქვს, რომ მომავალში, ღონისძიების გადასაღებად არ დამჭირდება სპეციალური საშვების და აკრედიტაციის მოპოვება..

ჩვენ ხომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ..












Mar 24, 2011

თერგშეხვრეპილთა ფიცი


ვაღიარებ რა საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულ პრივილეგიებს, მიხარია, რომ მაქვს კორპორაციული ნომერი, რისი მეშვეობითაც შემიძლია უფასოდ და ულიმიტოდ ვესაუბრო თერგშეხვრეპილთა გუნდის წევრებს, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდმივად ვიყო ხაზზე და არ დავარღვიო თერგშეხვრეპილთა გუნდის წევრების მიერ მომზადებული წესდებით გათვალისწინებული ჩემს მიერ განსახორციელებელი უფლება-მოვალეობები.


სწორედ ამიტომ, ვდებ ფიცს, რომ:


  • პირნათლად შევასრულებ თერგშეხვრეპილთა გუნდის წესებს;
  • არ ვიქნები უყურადღებო;
  • ვეცდები ვიყო მხიარული და ხალისიანი;
  • არ მოვიფიქრებ მიზეზებს ქალაქიდან გასვლისგან თავის ასარიდებლად;
  • არ დამავიწყდება თერგშეხვრეპილთა გუნდის ღირებულებები და ტრადიციები;
  • ყოველთვის ვიქნები ხაზზე, მაშინაც, როცა მეძინება;
  • არ დავივიწყებ სამშობლოს მთებს, როდესაც ვიქნები ზღვაზე;
  • არ დავივიწყებ ზღვას, როდესაც ვიქნები სამშობლოს მთებში;
  • ენერგიულად და საბრძოლო ღრიალით ვივლი ყველა ლაშქრობაზე;
  • არ დავიღლები;
  • დროულად დავიძინებ, როდესაც ძილის დრო მოვა;
  • დილით ადრე ავდგები და გამახარებს ყოველი ახალი დღე;
  • მეყვარება ჩემი მეგობრები და მეზობლები, ისინიც, ვინც ყოველ წუთს მიშლიან ნერვებს..:)(©® გიო);
  • არ ვიწუწუნებ პირობების და სასარგებლო საკვების არ ქონის გამო;
  • არასდროს არ დამავიწყდება სალაშქროდ აუცილებელი მოწყობილობები;
  • ვიქნები ამაყი და ბედნიერი იმით, რაც მაქვს.. :)


ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს და საქართველოს რუკაზე ხელის დადებით დავადასტურებ ჩემს ნათქვამს..


ნათლობის მეორე ეტაპია თერგშეხვრეპილთა რიტუალში მონაწილეობის მიღება..

გაგრძელება იქნება..


სავარაუდოდ ყაზბეგში.. :*

Jan 16, 2011

10 წუთით ადრე, თუმცა გვიან... გაღვიძებული..

ამონარიდი მოგზაურის დღიურიდან, ანუ ხარაგაულური ხალისობა..

ნაწილი I ( "აქედან")


რა ხდება, როდესაც დილით იღვიძებ და აუცილებლად უნდა ადგე?

არაფერს, მაღვიძარას ჩუმად თიშავ და თავს იტყუებ, რომ არაფერიც არ გაგიგია..

არადა იცი, რომ ყოველთვის აგვიანებ.. :)

მერე კი გსაყვედურობენ..

არადა როგორ გინდა, რომ გეძინოს.. ზოგჯერ 10 წუთიც ხომ ასე მნიშვნელოვანია შენი ცხოვრების მშვიდი რიტმისთვის? :)

მიუხედავად ამისა, 10 წუთის გასვლის შემდეგ ისევ რეკავს მაღვიძარა და გახსენებს, რომ უნდა ადგე.. ამ დროს ფიქრობ, რომ პირის დაბანის დროს შეამცირებ სამი–ოთხი წუთით და ცოტა გვიან ადგები.. თიშავ მაღვიძარას და აგრძელებ ძილს, ნუ, შეიძლება ამას ძილიც არ ქვია, იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფიქრობ და არ გძინავს, თუმცა გონებას ხომ მაინც ატყუებ.. მიზანი მაინც ტყუილისკენ მიიჩქარის.. არადა როგორ გეძინება მაინც.. ბოლოს კიდევ რეკავს მაღვიძარა და უკვე ვერ იტან ტელეფონს.. რატომ??? იმიტომ, რომ თვალები გტკივა და დაღლილი ხარ.. იმის გამო, რომ გუშინ არ დაიძინე იმ დროს, როცა ამის შანსი გქონდა.. :)

დილით ადგომა საკმაოდ კარგია, როდესაც ფიქრობ და ზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე.. თუმცა როდესაც სამგან სწავლობ, პარალელურად ტრენინგებს ისმენ და ატარებ ინტენსიურად, ამასთანავე ცდილობ ყველა ადამიანს დაეხმარო ვინც შენს დახმარებას საჭიროებს და ასევე დამატებით ცდილობ ის დავალებები შეასრულო, რასაც გავალებენ, ძნელია ძილისთვის დრო გამონახო და ნორმალურად დაიძინო.. არადა ამ წუთასაც შემიძლია დავიძინო, მაგრამ ეს ტექსტი ისე მაწუხებს, რომ არ დავწერო ალბათ გავგიჟდები.. :))))

დილით თავის ტკივილის შეგრძნებით გავიღვიძე.. იმიტომ, რომ ღამით, დაახლოვებით 5 საათის განმავლობაში მეძინა და მე როგორც მგონია, ამავე დროის განმავლობაში ვისვენებდი იმ 24 საათიდან, რასაც დღე–ღამე ჰქვია...

ჩაის დალევამ არ გაჭრა..

არც პირის დაბანამ..

არც იმ 10–10 წუთს მოკლებულმა ძილმა.. არადა როგორ ვცდილობდი.. :))) თუმცა იმასთან შედარებით, რაც დილის 8 საათზე მჭირდა, 9:15–ზე ტკივილის შეგრძნება თითქმის გავლილი იყო.. :)

დილით 10–ზე გზა დიდუბისკენ გაიწელა.. რა თქმა უნდა მხიარული და ნოსტალგიური ჰანგებით.. ქართული ესტრადის მხიარული წარმომადგენლების შესრულებით, რომლებიც ამაყად გაჰკიოდნენ ფიფქებად მომთოვარე სევდის ღრუბლების და წვიმის მიერ წაშლილი ნაფეხურების მონატრების შესახებ.. :)

შემდეგ იყო საკმაოდ სერიოზული გაყიდვების აგენტების (ჩვენებურად „სეილ– აგენტების“) მხიარული შეძახილები (ზოგჯერ აგრესიულიც კი, თუმცა შეიძლება მომეჩვენა), რომლებიც მგზავრებს მოლოდინით აღვსილი თვალებით ელოდნენ და შანსის შემთხვევაში ენერგიულად ტენიდნენ ტრანსპორტში ადგილზე მისულთ, ზოგჯერ შემთხვევით სხვა მიმართულებით მიმავალთ–საც კი.. :), ერთადერთი, რამაც დილით მიშველა, ეს იყო ციტრამონის ორი აბი.. :) მერე კი ყველაფერი თავისი ხალისით აეწყო.. 10 წუთში გამავალი სამარშუტო ტაქსი ნახევარ საათში გავიდა.. მანამდე კი, გორავ–გორავით ჩავიდა დიდუბის სადგურთან არსებული ხიდისკენ, ნუ, მართალია მძღოლმა დაპირება პირნათლად შეასრულა, რადგან 10 წუთში ნამდვილად გავიდა გაჩერებიდან, თუმცა რეალურად რომ არ გავიდა, ეს ფაქტია.. :)

10 წუთში (გასვლიდან) ქალაქს გავცდით.. :) რაღათქმაუნდა აქაც დაირღვა საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გარკვეული მუხლები და მთელი გზა „კომედი შოუს“ რუსთავიორისეულ სკე„ტ“ჩებს ვუსმინე, თუმცა გამაყუჩებელდალეულს, უკვე შეგრძნების ზედა ზღვარი არც კი მიფიქრია სად მქონდა.. :))))))))))) მოკლედ გზა და გზა თავის ტკივილმაც გაიარა.. გზაში ასევე მხიარულად, 10 წუთიანი ინტერვალებით, ღრიალებდა ტელეფონი და რეკავდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა.. :) არადა კვირა დღეს მაინც რომ დამასვენონ ამ ხალხმა არ უნდათ??? მაინც რა ძნელია ეს პოპულარობა რა.. :)))))

ხაშური–სურამის გზაზე, რაღათქმაუნდა ისევ 10 წუთით, შეაჩერა სამარშუტოს მხიარულად მომარშუტე მძღოლმა და საოცრად ამაყ სასადილოში საოცრად ძველი სადილი მიირთვა არც ისე ძველად გადაწმენდილ სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე დადებულ ცოტათი არ იყოს სუფთა თეფშიდან.. :)))

10 წუთის შემდეგ მივედით რიკოთთან და 10 წუთის შემდეგ გადართეს რუსული ესტრადით აღტაცებული რუსი მომღერლების შესრულებით ჩაწერილ რუსულ სიმღერებზე მოტ(რ)ანცავე რუსულ მაიმუნობა კლიპებზე.. როგორც ბებიაჩემი ამბობს ხოლმე, ამ კლიპებში ბოზების მეტი არავინ არ მონაწილეობდა, თუმცა რას ერჩი, ამით შოულობენ ფულს და თან სასიამოვნო სანახავია, არც ისე სასიამოვნო მუსიკიას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც შეგიძლია ამაყად დაუწიო.. თუმცა, როდესაც მძღოლი ხარ და ამ ვიდეოს ვერ ხედავ, ხმასაც არ უნდა აუწიო.. თუმცა თუ ხმასაც უწევ, ესეიგი ეს დებილური მუსიკაც მოგწონს და აი აქ დაერხათ მგზავრეეეებს.. :))))) თუმცა მერე რა მოხდა არ ვიცი.. იმიტომ, რომ უბისას გადასახვევთან ჩამოვედით... :)) მართალი რომ ვთქვა, მანამდე ხარაგაულის რაიონში არ ვყოფილვარ, ტრანსპორტით გავლა–გამოვლას თუ არ ჩავთვლით.. ზამთრის ფონზე ძალიან მომეწონა აქაურობა.. მხიარული გარემო, თბილი ადამიანები და ულამაზესი ბუნება..

ერთადერთი, თუმცა არა მხოლოდ ერთადერთი ის მომხვდა თვალში, რომ ახალგაზრდები სოფელში თითქმის ვერ ვნახე.. გზაც თითქმის არ არის.. არც შიდა ტრანსპორტი.. არადა სოფლის განვითარებისთვის ნამდვილად საჭიროა როგორც ტრანსპორტის არსებობა, ასევე გზის დაგება..


გაგრძელება იქნება მალე.. :)))

Dec 29, 2010

საახალწლო სურვილები..











არ გამაგონოთ და არ დამანახოთ:

1) სახალხო (lib1) ბანკი,

2) პროკრედიტ ბანკი,

3) თიბისი ბანკი,

4) საქართველოს ბანკი..


უყიდეთ ყველა პატრულს:

სათვალე.. (მომბეზრდა "სიმბოლური ლენტით" მანქანაში წინ ჯდომა..)


მაჩუქეთ:

ველოსიპედი.. (უფრო ძვირის იმედიც კი არ მაქვს, არათუ ველოსიპედის.. :) )


გაჩუქებთ:

სათლელებს, ფანქრებს, სიყვარულს, სიხარულს და მოგეხმარებით ტექნიკურ საკითხებში როდესაც დრო მექნება.. :)


გაგიცვლით:

ძველ ტელეფონს ახალში, ახალი მე მინდა.. დაგასწარით.. :)


ვიყიდი:

ქათამს, ერბოს, ზეთს, ღერღილს, კაკალს, მაიონეზს, მწვანილეულს, ღორის ხორცს და კიდევ 10 000 მალ და არა მალფუჭებად საკვებს იაფად და ხარისხიანად..


თუ რამე გამომრჩა, მე მაპატიეთ.. : )

ვისაც მეტი საქმე არ გქონდათ და ეს სტატუსი ბოლომდე წაიკითხეთ,

ჯერ ერთი ის, რომ თუ დრო გაქვთ მომეხმარეთ საჭმელების გაკეთებაში,

მეორე კიდე თქვენგან არ გავიგო, დრო არ მაქვს და მენატრები და ვერ გნახულხობო და

მესამე.. რა მესამე, წადით რა, ჩაი გაგიცივდათ.. :)))


P.S. მაგრამ ბათუმში რომ მინდა, მასე არაფერი არ მინდა სხვა..

Dec 26, 2010

არც თუ ისე საახალწლო პოსტი

დღეს 5:30-ზე ავდექი. საერთოდ ასეთ დროს დიდი ხანია არ გამღვიძებია.. ნუ, ჩემით გაღვიძება რასაც ჰქვია..

ადრე ირაკლისთან ერთად დავდიოდი ცურვაზე და სიხარულით ვდგებოდი ხოლმე ფეხზე და დილის 6 საათზე მივდივოდი აუზზე, სადაც ყარაულს ყოველთვის ჩვენ ვაღვიძებდით და ისიც თავისი „უჩვეულო იუმორით“ „გვლოცავდა“.. ოღონდ ჩუმად და ისიც გულში..

არ ვიცი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი ისე, რომ მისი გულისთვის ასე ადრე ადგე.. საერთოდ, მსმენია, რომ არსებობს ადამიანების ორი კატეგორია, „ღამურები“ და თუ არ ვცდები „ჭოტები“. თუ ამ კლასიფიკაციას დავუგდებთ „ყურს“, მე „ღამურების“ კატეგორიას მივეკუთნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით გვიან ვიძინებ და დილით, შესაბამისად, ადგომაც მიჭირს.. თუმცა ზაფხულში ადრე ადგომა სასიამოვნოცაა და სასარგებლოც, რათქმაუნდა ჯანმრთელობისთვის..

მას შემდეგ, რაც ცურვას „შევეშვი“, ჩემი ჯანდაცვის, უფრო სწორედ, „გა-ჯან-დაცვების“ საკითხი მხოლოდ ერთხელ, 1 წლით მოვაგვარე და აღმოსავლური თავდაცვის სახეობების შესწავლით დავკავდი. თუმცა შემდეგ ესეც შევწყვიტე.. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ასე თუ ისე მოვმაგრდი ვარჯიშის გამო, მაინც წყალი იზიდავდა ჩემს გაზარმაცებულ სხეულს...

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე არ მინდა ცურვაზე მარტო მისვლა დილის 7 საათზე, არადა ეს ირაკლიც რომ აღარ დადის?! ჩემი ჭკუის სხვა ვეღარ ვნახე ამ ქალაქში.. და ვეძებ..

და მაინც, რატომ მეღვიძება ასე ადრე?!

რატომღაც მეგონა, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ბოლო დილა იყო და მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ასახულიყო ჩემს მეხსიერებაში: თუ როგორ ღიავდება მუქი ლურჯი ცა, როგორ დნება ყინული ფანჯრის მინაზე და როგორ ცოცხლდება ქალაქი..

დავიწყე „შაგრენის ტყავის“ კითხვა.. პირველი 10 გვერდი შემაწუხებლად გაწელილი და ჩამ(მ)თვლემი მომეჩვენა, თუმცა შემდეგ საინტერესოც დაიწყო.. სიუჟეტი ისტორიის „მდიდარ ნარჩენებს“ დაუკავშირდა და ემოციურად გაიშალა..

..ამ დროს ისევ ამაყად დნებოდა ფანჯრის მინაზე შეყინული ორთქლი, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ მეორე საღამოს ისევ ყინულად იქცეოდა..

იცი რატომ მიყვარს ჩემი ბათურა?

იმიტომ, რომ ყველაზე ადამიანური ძაღლია ამ ქვეყანაზე გაძაღლებული ადამიანებიდან..

საღამოს ღია კარი დაინახა თუ არა, შემოქანდა და მაშინვე გამათბობლისაკენ გაეშურა, ცხვირით მოსინჯა ცხელი იყო თუ არა, მასთან ახლოს კარავი დასცა და ამაყად დაწვა..

ბათურას დილამდე თავი არ აუწევია.. მიუხედავად იმისა, რომ ძილში შიში ჩამყვა, გამათბობელს ცუდად არ შეეხოს და უბედურება არ მოხდეს მეთქი.. მთელი ღამე გაუნძრევლად იწვა, დილით კი სათუთად ადგა და ჯერ გამათბობელს შეხედა, შემდეგ მშვიდი თვალებით გამომხედა, წესრიგში ჩამაბარა ყველაფერი..

ზოგჯერ ჩემსავით ეგოისტია, თუ იცის, რომ თავისია, ცოცხალი თავით არავის არ მიუშვებს ახლოს, ასე უნდა და მორჩა! ზოგჯერ ისეთი კეთილია, რომ ყველას ულოკავს ხელებს.. საოცრად ერთგულია, თუმცა დამჯერობას ვერ დავაბრალებ.. როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს სისუსტეები.. ძალიან უყვარს გარეთ გასეირნება, რასაც რაღათქმაუნდა მოკლებულია ჩვენი მხრიდან და ცდილობს დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი, საკუთარი ძალებით.. ამაზე კი ძალიან ვბრაზდები.. იმაზეც საშინლად მიფუჭდება გუნება-განწყობა (საზოგადოებაში „ნერვებად“ და ღლონტურად „ღრრრ“-დ წოდებული), როცა ბათურას ბაბო უმ ხორცს აჭმევს, რის შემდეგაც ძაღლი ხორცის სუნით ყარს და მერე ერთი კვირა გვიწევს მისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა.. კიდევ ბევრს ვუძლებთ...

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რატომ მიფუჭდება განწყობა.. საერთოდ დეპრესიული ტიპები ორიენტირებულები არიან ავტომატურ რეჟიმში (ე.წ. ავტოპილოტით) გაიფუჭონ ხასიათი...

მაშინ, როცა ჩემი გაკეთებული საქმით კმაყოფილი ვარ, ასეთ რამეზე ვერ ვფიქრობ, თუმცა როცა ვერ ვხვდები, რა მინდა, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ და ამავე დროს, ჩემთვის საყვარელი ხალხი სადღაც „ბნელ წერტილში“ იკარგებიან, ვფიქრობ, თუ რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებისაგან, რატომ არ მელოდებიან ჩემი თანამშრომლები, როცა სამსახურიდან მიდიან და ამ მიზეზ-შედეგობრივი (რათქმაუნდა ირაციონალური) კავშირების აწყობა-შეკოწიწების შემდეგ ვხვდები, რომ არავის ვჭირდები და არავისთვის არ ვარ მნიშვნელოვანი, რაც ალბათ სიტუაციის ბრალია და არა სინამდვილის, ანუ რეალურად ასე არაა..

(„მედ, დამირეკე და მითხარი რომ ძალიან გიყვარვარ და რომ ყველაფერი კარგად იქნება რა..“)

„დეპრესიულ საათებთან“ ერთად ემოციური სიმშრალეც ასე თუ ისე ხშირია, როცა ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში არსებობს ცარიელი, უშუშო ფანჯრები, რომლებსაც ვერაფერს ვერ უხერხებ, თუნდაც იმის გამო, რომ დრო აღარ გაქვს..

მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ნასწავლი მაქვს ცხოვრებაში დროის და მნიშვნელოვანი საქმეების ერთმანეთთან შეთვსების „თეორია“, პრაქტიკაში ამგვარი რამ თითქმის შეუძლებელია, რაც რეალურად დასტურდება კიდეც..

მემგონი უკვე დროა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე, განვითარებასა და პოზიტიურ პერსპექტივებზე ვიფიქრო, იმაზე, რაც მეც და ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებაში დაგვეხმარება...

და არა სიკვდილზე..

მანამდე ბევრი რამე მაქვს მოსასწრები..

ყველა მუსიკა ბოლოს ხომ მაინც მთავრდება..

თუმცა ბოლო ნოტის ხმა პირველთან შედარებით ყველაზე დიდხანს ჟღერს სივრცეში..

საბედნიეროდ..

ცვლილებების დროა, პოზიტიური ცვლილებების!..

თან მამას წლისთავი ახლოვდება..

..ღამით კი ისევ გაიყინება დაორთქლილი მინები..

Dec 3, 2010

ლეგალური იდიოტობა..

ოთხი ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ დაიძინებ. :)


ძროხათმფლობელები


დღეს როგორც ყოველთვის, ("ალარმამდე") წიქარიშვილების წინ მხიარულად შეკრებილმა ძროხათა მეპატრონეების ე.წ. "მეძროხეების" ან/და "მენახირეების" პუტუ-პუტუ-პუტუ-პუტუმ გამაღვიძა.. 

დილით ტვინის ბურღვის უცნაური შეგრძნება მქონდა, სანამ მივხვდი, რომ ეს ბურღვა რეალური ხმაური იყო, რომელიც დისნეის მულტფილმის კოდალას "მხიარულ" ყიყინს გავდა, წამოვხტი და გარეთ ვავვარდი.. :))

გადამირჩა ერთი სულიერი, რომ წიხლქვეშ არ გავიგდე.. :))) არადა როგორ გამაღიზიანებლად საუბრობდა.. :)) და რა კარგი საცემი იყო.. მოკლედ, ჩემმა ყვირილმა თავისი საქმე გააკეთა და "კოდალა" დროულად და მხიარულად შეუდგა თავისი სამუშაოს აღწერილობაში ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებას. .



დილის ძილი 


თვეში ერთხელ მაინც მიწევს "პირადი ოფოფების" გააქტიურება იმისათვის, რომ დილით არანორმალურად მხიარულმა და დეგენერატმა ხალხმა არ გამაღვიძოს.. არადა დამეთანხმებით ალბათ, რომ დატვირთული დღის შემდეგ მშვიდი ძილი აუცილებელია ძალების აღდგენისა და ახალი სამუშაო დღისთვის ჩვეულ ფორმაში ჩადგომისთვის.. ათ წუთ ძილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მერე მთელი დღე აღრენილმა არ იარო.. 
(ღლონტი, დაიძინე ხოლმე 10 წუთი კიდევ.. :))))))))

მოკლედ, გარეთ ატეხილ ყიყინს ყვირილით ვუერთდები და ცოტა ხნით, მაგრამ მშვიდი ძილი გარანტირებული მაქვს ხოლმე.. არადა სულ რატომ უყვართ ჩემს ფანჯარასთან შეკრება ამ "ძროხათმფლობელებს" არ ვიცი რა.. :))

გამოგიყვანენ წყობიდან და მერე ამბობენ, რომ უზრდელიაო... არ ჯობია ხოლმე, რომ დაფიქრდეთ, სანამ წაიღვლანჯებით ხოლმე ჩემს ფანჯრებთან?! თუ რაიმეს აკეთებ, ჯობია შედეგისთვისაც მზად იყო.. თუ არადა შეგიძლია სახლში იხმაურო კიდეც.. :)) ეს ისე.. :)))



"ლიბერთი" და ჯანდაბა თქვენ!.. 


ერთხელ ახლად გარდაქმნილგადარებრენდინგებულ სახალხო.. უკაცრავად "ლიბერთი" ბანკში (რბილი ლ-თი), რათქმაუნდა გადასახადების გადასახდელად (სხვა საქმეზე რატომ უნდა შეხვიდე მანდ არ ვიცი..) ერთი მდედრი შემოვიდა, ისიც იმ საქმეზე იყო ალბათ, რაზეც მე.. ალბათ.. ხოდა, მოკლედ ამ მდედრმა და ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსგავსი დიალოგი წარმართეს..

მდედრი აბორიგენი: "-უკაცრავად, ეს არის სახალხო ბანკის მომსახურების ოფისი?"

მდედრი ლიბერთი-ელი: "-ქალბატონო, ეს სახალხო კი არა ლიბერთი (რბილი ლ-თი) ბანკია.."

მდედრი აბორიგენი: (ხმამაღალი ხმით) "-რა მნიშვნელობა აქვს, რა ნაგავიც იყო, ისევ ის ნაგავი დარჩა.." და მდედრმა აბორიგენმა კარი "გაიჯახუნა".. 

ბანკში უეცრად სიჩუმე "ჩამოვარდა"..  და დაცვას დაეცა.... :))) 

შემდეგ ისეთი სიცილი ატყდა ე.წ. "კლიენტებში" რომ ძლივს მოახერხა ბანკმა "ჩვეული მუშაობის გაგრძელება".. 

ამ ამბის შემდეგ მიჭირს ამ ბანკის სერიოზულად აღქმა.. :))) რა ვქნა, არასერიოზულია ასე თუ ისე და თვითდაძალებას რატომ დავიწყებ? :) დღესაც გადასახადის გადასახდელად შესულს და დილის კოდალასთან მომხდარი "სკანდალის" შემდეგ ოპერატორთან მხიარულად ვიკამათე იმაზე, თუ რომელი აბონენტის ნომერი უნდა დაეწერა გადახდის ქვითარზე (საუბარია ერთი და იგივე ნომერზე, რომელიც სხვადასხვა ფურცელზე ეწერა..:))

მოკლედ აღარ მინდოდა ხალისი და გვერდით VTB-ში შევირბინე და იქ ისეთი სათნო და მწყაზარი ოპერატორები მომემსახურნენ, რომ კმაყოფილი წამოვედი იქიდან.. 

 


მაწაკი მდედრი სათნო ლოყებით..


ყველაზე მეტად არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ჩაგრავენ, ან ცდილობენ რაიმეთი მეტად მოაჩვენონ თავი..

შესვენებაზე გასული ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში შევედი ვაშლის პეროგის საყიდლად, სადღაც 2 წუთი ვიდექი რიგში და ერთი მაწაკი მდედრის წიწინს ვუსმენდი, რომელიც გამყიდველ 15-17 წლის გოგონას ბოლო ხმაზე ურჩევდა 50 თეთრის დაკლების საქმეს.. 

არ ვიცი ამ ორიდან რომელი იყო მართალი, მაგრამ სამსახურში ნამდვილად მაგვიანდებოდა და არცერთის ნერვი არ მქონდა და არც მეორის (თან ლოდინი არ მიყვარს საშინლად).. 

ხოდა რა ვქენი თუ მიხვდებით???

ამ მაწაკ მდედრს კორექტულად ვუთხარი, რომ მოკეტე და დაახვიე აქედან მეთქი.. :)

ნუ, ეს ვერბალურად ასე ჟღერდა: "ქალბატონო, ხომ ხედავთ, რომ რიგში ვდგავართ და ამდენი ხანი გელოდებით?!"

ალბათ ის მაწაკი მდედრი არ მოელოდა ჩემგან მსგავს კომენტარს და აღშფოთებულმა "შემომჩივლა": - "თქვენ რომ დაგაკლებენ ფულს, მაშინ ილაპარაკეთო.."

ამაზე სულ გავჭედე, არ მიყვარს, როდესაც აზრის გამოთქმას მიშლიან.. :)))

-"ქალბატონო, თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, ადმინისტრაციასთან გაარკვიეთ, ხოლო ამ გოგონას თავი დაანებეთ, თქვენ რა, შეცდომები არ მოგდით?!"

-"დედაა!.. სულ გაფუჭდა ეს ახალგაზრდობა (აჰაა, ახალგაზრდებსაც გადაწვდა.. :)) როგორი გაუზრდელებულები არიან ამ ბოლო დროს!.. "

-"ქალბატონო, თუ იყიდეთ უკვე რაც გინდოდათ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ სადაც მიბრძანდებოდით.."

–"რომ არ წავიდე რას მიზამ?!" - უფრო აღშფოთდა ისედაც გაცეცხლებული მაწაკი მდედრი.

-"არაფერს, ვიყიდი რაც მინდა და ვიხალისებ თქვენს წიწინზე.." -ვუპასუხე ღიმილიანი და აგრესიული მზერით.. 

ამ კომენტარზე მაწაკი მდედრი საერთოდ გამაწაკდა, გადაიბუგა და გასასვლელისკენ გაემართა.. გოგონამ, რომელსაც 50 თეთრის არ დაბრუნებას ედავებოდნენ, მაწაკ მდედრს ფული დაუბრუნა, ალბათ მეტი გზა არ ჰქონდა და მუშაობა გააგრძელა.. რათქმაუნდა ამ ფაქტის შემდეგ ხურდა მეც განერვიულებულმა მომცა, მაგრამ მე უკვე მაწაკი მდედრის წიწინის ხმა მესმოდა შორიდან..


P.S. მორალი: ზოგიერთი ძაღლი, როდესაც მას ელაპარაკები, კუდს გიქიცინებს და გლოკავს, მაგრამ შემთხვევით კუდზე ფეხი თუ დაადგი, სიამოვნებით გიკბენს..

ასე რომ იყავით კორექტულები!.. :)))

Nov 11, 2010

მორჩა კინო, წადით სახლში


დღეს უკვე 24 წლის ვარ, ღამის ორის თოთხმეტი წუთია და ზუსტად 4 წუთია მას შემდეგ, რაც თბილისიდან დავბრუნდი..

ვაგზალზე რუსთავში მიმავალმა ტაქსის მძღოლმა თუ გითხრათ, რომ 15 ლარად ჩაგიყვანთ ქალაქში, არ დაუჯეროთ, გაყევით მძღოლს კორტებამდე მაქსიმუმ 5 ლარად და კორტებიდან რუსთავში 4 კაცი, თითო 3 ლარად ჯიგრულად იმგზავრებთ და დაბრუნდებით სახლში.. თან იქ ისეთი ადგილია, რომ მგზავრები ღამის 3 საათამდე მაინც არიან ხოლმე, აფერისტ მძღოლებს კიდე რა დალევს.. :))) ასე რომ, დღეს 7 ლარი დავზოგე.. :)))))

თუმცა ბევრი ადამიანი გავანაწყენე..

ქეთოს ამბავი დასრულდა.. 

გაგრძელება აღარ იქნება..

მე მაპატიეთ..

ვისაც გიყვარვართ, იცით სადაც შეგიძლიათ ჩემი ნახვა.. ხოდა მნახეთ და მითხარით, რომ გიყვარვართ.. :) არ ვარ ვუდუს ტომის შამანი.. თან ეგ ტომი აღარც არსებობს მემგონი..

რა მინდა ეხლა ააქ? არ ვიცი.. ან თქვენ რა დაგრჩენიათ აქ.. არ იცით?

თუ იცით დამიტოვეთ კომენტარი, იქნებ მივხვდე რამეს..

დროებითობით..

P.S. ფოტოსთვის მადლობა - Tim Foreign-ს