May 16, 2026

ჩემი რუსთავი

აქეთ ასფალტის ორმოა,
იქით კორპუსის ჭები,
ხის ჩრდილს ეძებდი და ამ წელს
კორპუსის ჩრდილში ხვდები.

ზოგჯერ ისეთი ქარია,

ახალი ძველში მიაქვს,

ხმელი ბუჩქების გორგალიც

უშიშრად ებრძვის ნიავს,


მაგრამ ბოლოსკენ ნებდება

დროის მშვიდ წამთა ღრიალს, 

ისიც მიგორავს, მიყვება

ქვიშის ქარების შრიალს.


აქეთ ასფალტის ორმოა,

იქით კორპუსის ჭები,

ამ ზაფზულს ჰაერს ნატრობდი?

მგონი, საცობში რჩები.


🥱


Feb 13, 2019

ისევ ველოდი 14 თებერვალს

ისევ
ველოდი 14 თებერვალს..
გული მიგრძნობდა,
ფიქრობდა შენზე..
როგორც ჩემს ნაწილს,
ერთ ცალად მთელქმნილს,
მინდოდა
თავი მომეყრდნო მხრებზე...

ისევ 
ამემღვრა ფიქრებში გრძნობა,
ცრემლმა დაფარა ხატება შენი..
მომიახლოვდი,
მომხვიე ხელი
და გამახსენე გრძნობები ჩვენი..

ისევ
ვერ გხედავ
თუმცა გვერდით ხარ,
გული გიჟდება მუდმივად შენზე..
მეგაზაფხულე..
ისე მინდიხარ..
ისევ მაგიჟებს შეხება წელზე...

ისევ
ველოდი 14 თებერვალს..
გული მიგრძნობდა,
ფიქრობდა შენზე..
როგორც ჩემს ნაწილს,
ერთ ცალად მთელქმნილს,
მინდოდა
თავი მომეყრდნო მხრებზე...

Feb 1, 2019

შენი ნაჩუქარი მძივი

შენი ნაჩუქარი მძივი,
სადაც არ წავედი,
თან მაქვს..
ცოტა გაუხუნდა ფერი,
მაგრამ გულთან ახლოს
დამაქვს..
ზოგჯერ,
მონატრებას ვებრძვი,
მინდა გვერდით მყავდე,
ისევ..
ისევ ვიცინოდეთ ერთად,
როცა ახალ ფოტოს ვიღებ..
შენი ნაჩუქარი მძივი,
სადაც არ წავედი,
თან მაქვს..
ისევ მომენატრე, იცი?!
შენ კი,
აღარც მნახავ,
ალბათ..

ბერლინი, 28.01.2019 წელი

Jul 15, 2018

ამჯერად მართლა არ ვიცი, რატომ..

ჩამოვგონდოლდი ჩემს ვენეციას,
სევდის ფიქრებში ვიყავ გაჭრილი.
ვერ გამიგია, ვის რა გატკინეთ,
რატომ დამყვება ტანჯვის აჩრდილი.

დღეს ჩემს ქუჩაზე ისევ წვიმს, ურცხვად,
ისევ მიდიან სადღაც წუთები.
გულგატეხილი გავყურებ წვიმას
ცრემლებიც მდის და თან ვიგუდები.

ჩამოვგონდოლდი ჩემს ვენეციას,
ისევ ფიქრებში ვიყავ გაჭრილი.
წვიმას გავატან მე ყველა სევდას
ოღონ ჩამიკარ გულში, დაჭრილი.