Sep 3, 2012

როცა თავიდან..


 

როცა თავიდან ვიწყებთ ყველაფერს,
ფიქრები შიშველ სხეულზე გათოვს..
არა!..
        არ წავალ..
            ვერ დაგპირდები!..
და ვერ დაგტოვებ ეულად, მარტოს!..



Aug 14, 2012

ფორთოხალი





















მიყვარს მზე, მიყვარს მთვარე,
მიყვარს დღე, მიყვარს ღამე,
მიყვარს წვიმა, მიყვარს ქარი,
მიყვარს სიო, მიყვარს წყალი,
მიყვარს მარი, მიყვარს ანი,
მიყვარს ნინი, მიყვარს ნანი,
მიყვარს მზე, მიყვარს მთვარე,
მიყვარს დღე, მიყვარს ღამე...

მიყვარს ყველა, ვინც სიცოცხლეს
სიყვარულით ეფერება,
მიყვარს წამი, როცა მიყვარს
და როდესაც მიპყრობს ვნება..

მიყვარს შუქი, მთვარის, მუქი,
მზისგან დილით ნათხოვარი,
რომ გვინათებს იმ მიდამოს, 
რაც გვაქვს ფეხით გასაკვალი..

მიყვარს სითბო, მზის სხივები,
დილით შენგან ნაჩუქარი,
მიყვარს ზღვა და მიყვარს ქარი,
მიყვარს ტკბილი ფორთოხალი..


Aug 11, 2012

ერთი, ორი, სამი..

ერთი, ორი, სამი..
       მარტი..
             გავიჩინე გულში დარდი..
დაგინახე..
            გაგიღიმე..
გამიღიმე..
            შემიყვარდი.. 



ეს ღამეა..
        შუაღამე..
გესაუბრე..
        გამიხარდი..
ვფიქრობ შენზე..
          დამათენდა..
დრო თურმე რა სწრაფად გარბის..



რომ მიყვარხარ,
             ალბათ ხვდები..
                         შენს თვალებში ვარსკვლავს ვხვდები..
რომ გნახულობ,
           კარგად ვხდები..
                         მგონი ამას შენც კი ხვდები..




ერთი, ორი, სამი..
       მარტი..
              გაგიჩინე გულში დარდი.. 

დამინახე..
          გაგიღიმე..
                      გამიღიმე..
შეგიყვარდი.. 


დარდის წელი გავლილია,
ახალს სითბო მოაქვს გულში..
მე კი ყველა გრძნობით დაჭრილს
ვეჯიბრები სიყვარულში!..



15.04.2010 წელი (02.00 სთ.) 

                              ჩასწორდა ცოტა ხნის წინ..


Jul 29, 2012

მერე რა?!


 მერე რა..
   რომ მზე ამოდის?!

მერე რა..
   რომ დღე გრძელია?!

მერე რა..
   რომ არ გამოდის?!

ხვალ გამოვა, დღეს ძნელია!..


 მერე რა..
   რომ შენ წახვედი?!

მერე რა..
   რომ მე მრცხვენია?!

მერე რა..
   რომ დღეს არ მოხვალ?!

ხვალ მე მოვალ, დღეს ძნელია!..


 დავბრუნდები და ცრემლიან
თვალებს კოცნით შეგიმშრალებ,
სანამ წარსულის ნაკვალევს
შენთვის გზა აუბნევია,
მოვალ მალე – ალბათ გვიან,
მოვალ, როგორც შემიძლია,
გაგრძნობინებ, რომ დღეს ისევ
სიყვარულის ამინდია!..


22.06.2009 წელი

p.s. აღარც კი მახსოვდა, რომ ბლოგისთვის ეს ლექსი არ გამიკარებია თავის დროზე..
როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, ოპტიმისტურია, თუმცა მეორემ აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცე ამის ღირსიც კი არ არის.. 
ეგდოს მაინც, წყალს მთხოვს თუ პურს? :) 
ტექსტის არალეგალური გავრცელება და ავტორის მითითების გარეშე დაკოპირება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით, ნუ ჩამომათვლევინებთ, თუ დამჭირდა ვიცი რაც უნდა გამოვიყენო, ბოლო-ბოლო უკვე დიპლომიანი იურისტი ვარ.. :))

Jul 7, 2012

როცა უბრალოდ..


როცა უბრალოდ,
 ხვდები რომ გიყვარს,
როცა უბრალოდ,
 დროს წელავ დიდხანს,
როცა უბრალოდ,
მიდიხარ მასთან,
მხოლოდ იმიტომ,
რომ იყოთ კარგად..


როცა უბრალოდ,
 დამშრალა წყალი,
ტბასთან არ ისმის
ყიყინი ვრცელი..
ქარი უბერავს,
                        გეშლება ხელი,
როცა ზიხარ და
მის მოსვლას ელი..


როცა სიჩუმეს
ზუზუნი ახშობს,
როცა ვარსკვლავებს
უყურებთ მარტო,
როცა ოცნებობ
და
        როცა ფიქრობ,
როცა შენს ქალაქს
ფიქრები ათბობს..


როცა გიყვარს და
როცა უყვარხარ,
როცა ფიქრობ და
ხალისობ გვერდზე,
როცა გგონია,
რომ რამეს შეძლებ,
და მერე როცა
 უმისოდ ვერ ძლებ..


როცა ძილის წინ
თბილ წერილს იღებ..
როცა დილაც კი
იწყება მისით..
მერე იჯერებ,
რომ მეტსაც შეძლებ,
დრო კი
ლამაზად,
ნელ-ნელა
 მიდის..

Apr 2, 2012

ჩაქუჩი


















მე
- ჩაქუჩი, თავდაცვისთვის მჭირდება..
შენ
- ჩაქუჩით, დააჭედებ ლურსმანს..
იდეები სადღაც გაგიფრინდება,
თუ ტვინიდან გულისაკენ მიგაქვს;

მე
- მარწყვ(ებ)ზე ალერგიას მაძლევდა..
შენ
- ჩაქუჩიც ზოგჯერ გიშლის ნერვებს..
ჩემი ნახვა ალბათ გაგიკვირდება..
მაგრამ, მერე არ მივიღებ ცრემლებს!..

Mar 30, 2012

აღარ მენატრებით!..


მე ერთ საათში ქალაქში ვიქნები,
შენ ერთ საათში - სახლში..
გამოსვლა რომ გთხოვო, 
სულ გამიგიჟდები,
მერეც რომ მეძახო - დამპალი ბავშვი!..

მე ერთ საათში ქალაქში ვიქნები, 
შენ ერთ საათში - სახლში..
მერე ამაყად,
გავივლი ქუჩებში,
სულ ასე ვიქნები - ჯაჯღანა ბავშვი!..

მე ერთ საათში ქალაქს დავტოვებ,
შენ ერთ საათში, ლოგინსაც გაშლი..
მე ალბათ ქალაქში აღარ დავბრუნდები,
შენ კი ჩემს მოწერილს სათუთად წაშლი..

საათი გავიდა..
ვიყავი ქალაქში..
საათი გავიდა..
დაგტოვე,
ბავშვი!..
შენ ალბათ, უყურებ ისევ შენს მონიტორს..
მე კი მენატრება წითელი ვაშლი..