Feb 28, 2012

გიორგი გერგაულის გამოსვლა ეზოში

წარმოგიდგენთ დღეს ეზოს მოსახლეობასთან გიორგი გერგაულის მიერ წარმოდგენილი წლიური მოხსენების შემაჯამებელ ნაწილს. შეგახსენებთ, რომ გიორგი გერგაულმა დღეს, 28 თებერვალს, ეზოს მოსახლეობასთან  შეხვედრა გამართა საღამოს 20 საათზე:



"2012 წელი არის სიყვარულის წელი, ამ წელს მე ყველას გავუღიმებ, ვაჩუქებ სითბოს და ვაჩვენებ რომელია ოთახიდან გასასვლელი კარი. ჩემი ოპონენტები იტყვიან, ეს რაღაცას ბოდიალობსო, თუმცა მე ვეტყვი მათ, შეგიძლიათ სხვა ოთახში შეხვიდეთ!.."


"2012 წელს, ჩემი ქუჩის ყველა გამვლელი უნდა მოძრაობდეს სუფთა ასფალტზე, ვიმეორებ, ასფალტზე!.."


"ჩვენ ყველანი, ამ ქუჩის მოქალაქენი, ღირსნი ვართ, რომ ყოველი დღე თენდებოდეს და ღამდებოდეს მშვიდად, დილით არ გვაღვიძებდეს ბღუილი ან რაიმე უცნაური ღრიალი.. წელს, ვინც სიმშვიდის ზღვარს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება, ამისთვის კანონში ცვლილებები შევა!.."


"ეზოში წუწაობა იქნება უფასო. ვინც წვიმის წყალს შეინახავს და ზაფხულში წუწაობისთვის გამოიყენებს, ჩვენ ყველას ვაჩუქებთ სამკურნალო შამპუნებს შემდეგ ფასიანი წყლით დასაბანად!.."


ჩანართი:  „ნუ შაგვაღონეთ შენ და იმან რააააააა :DDD“ (ლიკაიე)


"ყველა გამვლელი, რომელიც ქუდის გარეშე ივლის, დარეგისტრირდება უქუდოთა და რისკგრიპვირუსიანპირთა რეესტრში!.."


"თუ თქვენ არ გაქვთ ჩაქუჩი, ჩვენ გათხოვებთ მას! თუ თქვენ არ გაქვთ დრელი, ჩვენ მოვალთ და გავხვრიტავთ გასახვრეტს! თუ თქვენ გაქვთ მაწონი, მაშინ მაგასაც შევჭამთ და გავიღიმებთ!"


"ჰმმმ...."


"მზად ვარ დავლიო ცივი ჩაი!"


"ჩვენ ყველას მივცემთ საშუალებას დარეცხონ სარეცხი, სარეცხის დასარეცხად ყველას გამოეყოფა ჭუჭყიანი სარეცხის ვაუჩერი.."


"მე მინდა ჩემი გამოსვლა დავასრულო დიდი ჯეიმს მოცარტის სიტყვებით:

"დაიჭირეთ ჰარმონია ჰარმონიაში და დალიეთ ჩაი ლიმნით", უსმელი დაძინება არ ყოფილა კარგი საქმეო!"


"კითხვები?"

Feb 15, 2012

ს ი ს ხ ლ ი . .


ძლიერ მინდოდა
სიყვარული მეპოვა შენში..

შენ,
სევდიანი,
ატმისფერი დილა ხარ დღისით..

მე კი მინდოდა,
სიყვარულით მეცხოვრა მუდამ..

მაგრამ ვხვდები,
რომ ცხოვრება
ნელ-ნელა
მიდის..


Jan 7, 2012

თითქმის ანიმაციური სერიალი „ბოზი მზიას ამბები“

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!..

წელს ვეცდები განსხვავებული თემატიკის სახალისო მასალებით თქვენს გახარებას, ბლოგს ემატება ანიმაციური სერიალის სახით „ბოზი მზიას ამბები“, რომელიც ყოველ კვირას, 22:00 საათზე შეგიძლიათ ნახოთ.. 
თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და კომენტარები შეგიძლიათ დატოვოთ პოსტის ბოლოს, შესაბამის ველში..

დაელოდეთ, არ გადართოთ და გვიყურეთ!.. :)





Dec 8, 2011

2012

ვერც ვიფიქრებდი, კალენდარზე რომ არ დამეხედა და არ აღმომეჩინა, რომ სულ რაღაც 24 დღეში ახალი, 2012 წელი შემოაბიჯებს ჩვენს ოჯახებში და გაგვიხარებს გულებს, გაგვითბობს გაყინულ ხელებს და ბევრ ღიმილს და ტკბილეულს მოგვიტანს.. :))

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ახლის მოლოდინს და ძველის დავიწყებას გვპირდება, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი მახსოვს და არც კი იფიქროთ, რომ დამავიწყდება!.. შენ, შენც გეხება, მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე, თმაზე კიკინა რომ გიკეთია და მუსიკას უსმენ!.. ხო, ხო, შენ გეუბნები, არ მავიწყდება მეთქი.. :))) 

ახალ წელს, მე მინდა, რომ დიდი ხალისით შეხვდეს ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი, მიუხედავათ მათი სქესისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, სოციალურ ქსელებში ცხოვრების ხანგრძლივობისა, მეგობრობის უნარისა და ემოციურობისა..

მშიშრების და სხვა დანარჩენების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ნუ შეგაშინებთ ის, რომ 2012 მოდის, იმიტომ, რომ როგორც ერთმა ჩემმა, ცნობილი გვარის წარმომადგენელმა მეზობელმა თქვა (რომლებმაც ყველაფერი იციან და რომლებიც ყველგან არიან) 2013-იც მოვა, 2014-იც და მომდევნო წლებიც იქნებაოო.. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად შეხვდეთ ახალ წელს და თქვენი ჭია თუ რაც გყავთ, ის გაახაროთ, თქვენც იხალისოთ და ახალი წლის ღამეს საახალწლო ფილმებთან ერთად 2012-საც უყუროთ..
დამიჯერეთ, ნამდვილი საახალწლო განწყობა შეგექმნებათ, რადგან 2012 მოდიიიიიიიიიიიის!... :)))

Oct 5, 2011

4 წელი


4 წელი გავიდა..

დღეს სულ სხვანაირია ყველაფერი, ვიდრე ეს 4 წლის წინ მქონდა წარმოდგენილი.. ყველაფერი იცვლება, ცვლილებას საათები, წუთები და ზოგჯერ წამებიც სჭირდება.. სამყარო არასტაბილურია.. უცნაურია, მაგრამ არასტაბილურობა ზოგჯერ უფრო მეტ ბიძგს გაძლევს, რათა უკეთ იყო, თუმცა ამასთანავე ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად დამღლელია.. ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, უფრო მეტად სტრესული ხდება ყველაფერი დროთა განმავლობაში..

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ნაყინი არ არსებობს (ნაყინი ხომ ისედაც ცივია), ყველაზე მზიანი ადამიანის ფიქრები დღეს, უფრო ფიქრიანი და „დაფიქრიანებულია“, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო..

მახსოვს, გოგლიკამ ერთხელ მითხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანები ვიქნებით იმ ნაცრისფერ მასაში, რომელიც ჩვენს გარშემო მოძრაობს და მუდმივად ურთიერთქმედებს.. დიახ, ჩვენ ნამდვილად ასე ვიყავით 3, 2 და 1 წლის წინ.. რა ხდება დღეს? ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ იმ სინათლეს და სიკაშკაშეს, რომელიც 4 წლის წინ ჩვენი გულებიდან მოდიოდა და არ საჭიროებდა ენერგიის წყაროს.. დღეს ჩვენ ეს ენერგიის წყარო დავკარგეთ და ვერ ვახერხებთ მის შევსებას, დღეს ჩვენ კვარტალში ერთხელ თუ ვახერხებთ ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანების ნახვას და ისიც რამდენიმე წუთით, მხოლოდ მოკითხვას რომ ვახერხებთ ერთმანეთისას.. ნელ-ნელა ქრება სიკაშკაშე.. სინათლე.. ჩვენ ვხდებით რუხი ნაცრისფერები, უფრო მუქები, ვიდრე ადრე..

4 წლის წინ, მაშინ, როცა წარმატების გეგმას ვწერდით, არავის მოგვსვლია აზრად, რომ წარმატების ერთ-ერთ პუნქტად ბედნიერების განცდა შეგვეტანა სიაში.. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წარმატებებთან ერთად კარიერული წინსვლაც შესამჩნევია, ბედნიერების განცდა ნელ-ნელა კლებულობს, თავისუფალ დროსთან ერთად..

თავისუფალი დრო კი, რომელიც სულ გინდა რომ პოზიტიურ გარემოში გაატარო, მხოლოდ კომპიუტერთან ურთიერთობაში იხარჯება.. ძირითადად..

არადა ზოგჯერ როგორ მინდა გნახოთ, ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ!..

თქვენ კი, ჩარჩით ამ სოციალურ ქსელში, ვიღაცამ გიჯიკათ? თქვენც უჯიკებთ.. ვიღაცამ „დაგალაიქათ?“ თქვენც დაალაიქებთ პროფილის მთავარ ფოტოს (სხვა ფოტოების ნახვა ძირითადად გეზარებათ ხოლმე).. ვიღაცას დაბადების დღე აქვს? უი, შეგიძლია აქვე მიულოცო, სულაც აღარ ყოფილა ნახვა საჭირო, ხომ წაიკითხავს და გაუხარდება.. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა.. უყურადღებობასაც არ დაგაბრალებეენ და საყვედურსაც არ გეტყვიან..

აი ასეა ყველაფერი..

4 წლის წინ ყველაფერი კარგად იყო, 4 წლის შემდეგაც ასეა.. 4 წელი კიდევ გავა და ალბათ სულ სხვაგვარად იქნება ყველაფერი..

მაგრამ 24 წელია გიცნობთ და სულაც არ ყოფილხართ ასეთები, როგორც ეს ადრე იყო.. ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ჩვენც ვიცვლებით, თუმცა არის რაღაც, რაც არასდროს არ დაავიწყდება ჩვენს მეხსიერებას, ეს არის ჩვენი მოგონებები..

რომელიც ნელ-ნელა მატულობს, მატულობს და ვხვდები, რომ დღეს მე სულაც აღარ ვარ ის პატარა ყმაწვილი, რომელსაც ბავშვურად სწყინდა რაღაცეები..

მე დღესაც ისევე მწყინს, როგორც ადრე, უბრალოდ, მე დღეს უკვე დიდი ვარ!.

და ისევ ისე მენატრებით..

როგორც ადრე..